logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: საჭიროა დარღვევის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამძაფრება? გავამძაფრებთ კიდეც
გიორგი ვოლსკი: საჭიროა დარღვევის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამძაფრება? გავამძაფრებთ კიდეც
14:40 02.09.2020
„საუბარია იმაზე, რომ გამკაცრდეს კანონი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელი დანაშაულისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. მისი თქმით, დანაშაულია ზეწოლა ამომრჩეველზე.

„რასაკვირველია, ნორმალურ სიტუაციაში ასეთი კანონი არც უნდა მიიღებოდეს. ვის მოაფიქრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები? მაგრამ ვითარებამ მოიტანა, ასეთი ვითარება შეიქმნა ჩვენ გარშემო. ეს არის არანორმალური პოლიტიკური სივრცე, რამდენადაც საქმეზე საერთოდ არ მიდის საუბარი. სპეკულაცია მიდის იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმაო ბერკეტები იმისათვის, რომ დავსაჯოთ და შევაშინოთ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიფიქრეს ასეთი სისულელე - ამომრჩეველზე მოახდინონ ზეწოლა და უთხრან, შემოხაზოს მისი პარტიის ნომერი, გადაუღოს ფოტო და გამოაქვეყნოს. ვინმეს თუ დაავიწყდა, რომ ეს კანონი არსებობს, მოვაგონოთ კიდევ უფრო დაძაბული ტექსტით, უფრო გამწვავებული შეფასებით, გამკაცრებული სასჯელით. ამის წინააღმდეგი რატომ შეიძლება იყო?

ჩვენ მივიღეთ მაღალი სტანდარტის დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო კოდექსი. საჭიროა დარღვევის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამძაფრება? გავამძაფრებთ კიდეც“, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ჩიხში შევიდა გარკვეული პოლიტიკური ოპონენტების ჯგუფი და აღარ იციან, საით წავიდნენ და რა განცხადებები გააკეთონ.

მისივე შეფასებით, კანონპროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შექმნა გარკვეული პოლიტიკური ფანდია, რომლითაც ოპოზიცია ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„ამ კანონპროექტს მხარი უნდა დავუჭიროთ. მივიღოთ ეს კანონი. ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმე არ დაუჭერს მხარს. უმრავლესობაში ყველას ეს განწყობა გვაქვს. ურთულესი არჩევნები იქნება და ჩვენი მხრიდან მტკიცე პოზიცია იქნება საჭირო“, -განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა