საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, დღეს თბილისში, საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
ბიზნეს-ფორუმში თურქული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ავეჯის წარმოების, კვების მრეწველობის, მშენებლობის, ტურიზმის, სამედიცინო და ქიმიური პროდუქციის წარმოების, ასევე მეტალურგიის, კარვის წარმოების, საიუველირო და ავტომობილის ნაწილების წარმოების სექტორების წარმომადგენლები.
ფორუმი სასტუმროში „Holiday Inn”-შია დაგეგმილი.

















