logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
13:22 02.09.2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში ატოცში, დვანში, ნიქოზსა და ერგნეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თეა ახვლედიანმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა და შეკრებილებთან ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელა. სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრის-ხელოვნების სკოლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე რვა წელია ფუნქციონირებს, რის შემდეგაც მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიას ეწვია და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. თეა ახვლედიანი ადგილობრივი მეწარმე-ფერმერის მიერ გაშენებულ ნუშისა და კაკლის ბაღებშიც იმყოფებოდა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის განლაგებული. სახელმწიფო მინისტრი ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმსაც ესტუმრა და ადგილობრივებსა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„გამყოფი ხაზის გასწვრივ სამუშაო, გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვეწვიეთ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში ოკუპაციით და მავთულხლართებით ყველაზე დაზიანებულ რამდენიმე სოფელს, სადაც ადგილზე პირადად გავეცანი არსებულ ვითარებას. ვეწვიეთ ატოცს, დვანს, ნიქოზსა და ერგნეთს, სადაც ასევე შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, ვიმსჯელეთ მათ საჭიროებებზე ისევე, როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი სოფელ ყარაფილასთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენ განვაგრძობთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, მხარდაჭერის კონსოლიდაციის და ამგვარი ქმედებების აღკვეთის მიზნით“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა