logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: არის ეროვნული ინტერესები, სადაც ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას
ირაკლი სესიაშვილი: არის ეროვნული ინტერესები, სადაც ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას
16:39 01.09.2020
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სესიაზე ძირითადი აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ პროცესზე, წინასაარჩევნო პერიოდზე და იმ მანკიერ პოლიტიკურ პროცესზე, როდესაც პოლიტიკოსები ახდენენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მიზანმიმართულ პოლიტიზირებას.

მისი თქმით, თითქმის ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები თავს ესხმიან თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორს, ცდილობენ მათ ჩათრევას პოლიტიკურ პროცესებში. „ხშირად გვაქვს საქმე ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციასთან. სულ რამდენიმე ხანია რაც მასირებულად ხდება მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია. გარკვეული ტრაგედიების დროსაც კი, რაც ყველას ტკივილია, პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება ამ ინსტიტუტების და შესაბამისი თანამშრომლების დისკრედიტაცია, რაც არის აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელი“.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის. იმიტომ, რომ ამ პირობებში მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მომავალი, სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ხდება თავდასხმები სწორედ იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც რეალურად არიან ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტი.

„ეს თავდასხმები გრძელდება და პირადად მე მაქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ამ ბინძურ ხერხებს ჩვენი ოპონენტებეი გააგრძელებბენ, მაგრამ ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მინდა მათ მოვუწოდო, რომ არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, ყველას მოგვეთხოვბება დავიცვათ ეს სტანდარტი, და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის დეპოლიტიზაცია, ეს არის ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოვუწოდებთქვენს პოლიტ მედია საშუალებებს, ხელი აიღეთ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე თავდასხმაზე, თქვენივე პოლიტიკური ინტერესებისთვის და მინიმუმ დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემასხურება ჩვენს ქვეყანას, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას“, განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი სესიაშვილი თავის გამოსვლში ასევე მიესალმა სტუმრებს შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან და განაცხადა, რომ 7-18 სექტემბერს, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეხუთედ, ჩატარდება სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“, რაც არის ძალიან მაღალი დონის წვრთები და რაშიც, მათ შორის, ჩართული იქნება შეერთებული შტატების სამხედრო საფრენი აპარატები. მან წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა ამ წვრთნაში მონაწილე ძალებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა