logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: სოციალური დახმარების თემატიკით სპეკულირება არის უზნეობა და მოეშვით ამ უზნეობის წარმოებას
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: სოციალური დახმარების თემატიკით სპეკულირება არის უზნეობა და მოეშვით ამ უზნეობის წარმოებას
16:36 01.09.2020
„მსოფლიო უკვე ნახევარი წელია პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და რამდენი ხანი მოუწევს ამ რთული გამოწვევის წინაშე პირისპირ ყოფნა, არავინ იცის“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატს მიაჩნია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს, თუნდაც ეს იყოს არჩევნები.

„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და ეს ასეც იქნება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი ჩატარება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს, რათა არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შევქმნათ. ამ პერიოდში ჩვენ საკმაოდ ვიწრო გზაზე მოგვიწევს გავლა. საქართველოს თავისი გამორჩეული რისკები აქვს ვიდრე ეს შეიძლება სხვა ქვეყნებს ჰქონდეთ. მოსახლეობის 20 % ხანდაზმულია და ბევრი მიზეზის გამო სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს. მშობლების თაობას გაფრთხილება სჭირდება და ამის პირდაპირი ვალდებულება გაგვაჩნია შვილების თაობას. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ასევე ,სოციალურად დაუცველი ოჯახები და სწორედ ამიტომ ანტიკრიზისული გეგმის და სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები პირველ რიგში სწორედ ისინი არიან. დღეიდან 200-ლარიანი დახმარება გაიცემა ბავშვებზე, რაც მნიშვნელოვანია კოვიდ ვითარებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება.

გუშინ ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების ვალდებულების მოხსნას იმ შემთხვევაში, როცა ოჯახს დემოგრაფიული ცვლილების დროს ან საცხოვრებელი მისამართის შეცვლისას ეკისრება ვალდებულება, სოცმომსახურების სააგენტოში წარადგინოს განაცხადი, რასვც მრავალი მიზეზის გამო ბევრი ოჯახი ვერ აკეთებს ზოგჯერ არცოდნის , ზოგჯერ კი დაგვიანების გამო და შემდეგ უკვე იწყება სასამართლო წარმოებები და აღსრულებაზე გადაცემა თანხების დასაბრუნებად. ეს ეხება იმ პენსიონერებსაც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო (ერთ-ერთია საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებისას პენსიის მიღების ვალდებულების შეწყვეტა) აგვიანდებათ განაცხადის შევსება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია. აღნიშნული ვალდებულება მათ მოეხსნებათ და მიზნობრივ ჯგუფებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა მაინც სიახლოვესაა სიღარიბესთან, ეს თანხები დარჩებათ და არავინ ამ თანხების ამოღებას არ დაიწყებს. ოპოზიცია ამ დახმარებებით სპეკულირებს, რომ თითქოს საარჩევნოდ კეთდება. ეს ასე არ არის. ჯერ კიდევ 2012 წელს შემოვიტანეთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და დღემდე ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა სეგმენტი. მართლაც, ძალიან ბევრი პროგრამა 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა.

სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება და ზოგი არჩევნების შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არის დახმარება იმ მიზნობრივი ჯგუფებისა , ვისაც ესაჭიროება, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და არა ისე, როგორც ჩვენამდე იყო. მინდა ყველას გთხოვოთ, მით უმეტეს, ამ პრიოდში - წინასაარჩევნოდ, როცა უფრო ჭარბად არის სოციალური თემატიკით სპეკულირება, ეს არის უზნეობა და მოეშვათ ამ უზნეობის წარმოებას. მივმართავ იმ პოზიციურ ჯგუფებს, რომელთაც ეს ხელეწიფებათ და რომელთაც სოციალური ჯგუფები გამოყენებული ჰქონდათ 2012 წლამდე, წინასაარჩევნოდ ხმათა სანაცვლოდ გაცემული დახმარებებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა