logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი მარგველაშვილი: არ მგონია, რომ „ნიანგის ცრემლები“, რომლებიც ახლა ჩვენს ოპონენტებს სდის, გულიდან იყოს გამოწვეული
გენადი მარგველაშვილი: არ მგონია, რომ „ნიანგის ცრემლები“, რომლებიც ახლა ჩვენს ოპონენტებს სდის, გულიდან იყოს გამოწვეული
13:43 01.09.2020
„აქ იყო საუბარი წინა ხელისუფლების დანაშაულობებსა და შეცდომებზე და მე არ მგონია, რომ „ნიანგის ცრემლები“, რომლებიც ახლა ჩვენს ოპონენტებს სდის, იყოს გულიდან გამოწვეული ელემენტარული მიზეზის გამო, მაშინ ჩამოთვალონ ის „შეცდომები“, რაც ჰქონდათ მათ. ამ შეცდომებს, მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო დანაშაულია, ვიმკით ახლა ჩვენ თუნდაც სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის არქონიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ასეულობით საბავშვო ბაღი, მისი ინფრასტრუქტურა, მისი ტერიტორია იქნა გასხვისებული და განადგურებული იმ პერიოდში, რომელსაც სწორედ ახლა იმკის ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა ძირეულადაა შეცვლილი დამოკიდებულება განათლების ყველა მიმართულების მიმართ, დაწყებითი იქნება ეს, ზოგადი, პროფესიული თუ სკოლამდელი და ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სწორედ ქართველი მოსწავლეების წარმატებები და მიღწევები საერთაშორისო ოლიმპიადებზე.

„პირველი შედეგი უკვე არის -ეს არის აზიის საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, სადაც ჩვენმა ბავშვებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აიღეს, რაც ძალიან მაგარი შედეგია და თითოეულ მათგანს მსურს წარმატება ვუსურვო სამომავლოდ“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ საბოლოო შედეგების გამოცხადებით დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. გენადი მარგველაშვილის შეფასებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სპეციალისტების მონაწილეობით, უმაღლეს დონეზე გაართვა თავი პანდემიის პირობებში გამოცდების ორგანიზებას და თავიდან იქნა აცილებული დაავადების გავრცელების კუთხით არსებული საფრთხეები. შედეგად, 30 ათასამდე აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

„ვულოცავ მათ სტუდენტობას, ეს არის ჩვენი მომავალი, რომლებმაც შემდეგში უნდა გააგრძელონ ღირსეული სვლა ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებულად მინდა მივულოცო იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს გახდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც საერთო ჯამში სწორედ უნდა დანერგონ და გააძლიერონ ჩემი ქალაქის, ამ შემთხვევაში, საგანმანათლებლო ქალაქად ჩამოყალიბება და ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბება სამომავლოდ. აქვე მსურს ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი საერთო ჯამში სამომავლოდ შეიცვლება, შეიცვლება კიდევ უფრო უკეთესი გუნდით, რომელიც სწორედ იმ აბიტურიენტების, წარმატებული მოსწავლეების თუ წარმატებულ მეცნიერთაგან ჩამოყალიბდება, რომლებიც ღირსეულად და ადამიანის ღირსების დაცვით მოვლენ სამომავლოდ მთავრობაში, ეს არ იქნება ის გუნდი, რომელმაც ნულოვანი ტოლერანტობით და ადამიანის ღირსების განადგურებით დაიწყო“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა