logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო წილოსანი: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი
ნინო წილოსანი: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი
13:39 01.09.2020
„დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და უამრავი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების მიღმა საპარლამენტო ტრიბუნიდან სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებსაც მოვისმენთ, ზოგჯერ ხმამაღალს, ძალიან კრიტიკულს, შეიძლება აბსურდულსაც კი, მაგრამ ყველა ამ განცხადების პარალელურად დგას რეალობა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორგვარი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ერთმნიშვნელოვანია რეალობა, რომ საქართველო წარმატებული და ეფექტური იყო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ამას აღიარებს მსოფლიო, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და ეს არის დამსახურება სწორი პოლიტიკის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების დიდი პასუხისმგებლობის და იმ პროფესიონალების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ამ შედეგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელია ის, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მოტივირებული იყო ადამიანზე ზრუნვით. ადამიანზე ზრუნვით იყო განპირობებული, როდესაც სახელმწიფომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის კომუნალური გადასახადების დაფარვა საკუთარ თავზე აიღო; როდესაც აგროპროგრამა შეიმუშავა 300 მილიონიანი დახმარებით, რომლითაც 200 000-მა ფერმერმა ისარგებლა; 120 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება და 25 ადამიანის მოლოდინების გადაზღვევა იყო მოტივაცია, როცა სამშენებლო სექტორის სუბსიდირება განახორციელა. ქონების, საშემოსავლო გადასახადის, ავტოგანბაჟების გადავადება, კრედიტებზე საშეღავათო პერიოდი მიმართული იყო ადამიანზე ზრუნვისკენ. ამ პროგრამებით ისარგებლა 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ. ადამიანზე ზრუნვა იყო განმაპირობებელი ასევე, როცა ხელისუფლებამ დააანონსა ონკოდაავადებულთა სრული დაფინანსება. რა თქმა უნდა, იგივე იყო მოტივაცია, როდესაც პანდემიის მძიმე შედეგების მინიმალიზაცია გვინდოდა 17 წლამდე ბავშვების 200 ლარიანი დახმარებით, რომელმაც ასევე პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში წარმომადგენლის მხრიდან. მან განაცხადა, რომ ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო. პენსიების განახლებული მოდელი, სტუდენტებისთვის დახმარება, ტურიზმის სექტორის დახმარება და სხვა პროგრამები იყო მოტივაცია იმის, რომ ჩვენ ეს პანდემია დროულად და ეფექტურად გვემართა და, რაც მთავარია, ყველა ამ პროექტის მიზანი იყო ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა. მაშინ, როდესაც შეიძლებოდა შედეგები დრამატული ყოფილიყო, ჩვენ შევძელით და ის პოზიტივად, ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციეთ - საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული ქყევანა, მწვანე ზონა და უამრავი მნიშვნელოვანი პროექტის საწყისი. ჩვენ მიერ არჩეული ამ სწორი გზის შეცვლას ვერ შეძლებს ყიჟინი საზღვრების სრულ გახსნაზე (რაც ალბათ ვიღაცას აწყობს), სიცრუე და ტყუილი განცხადებები, ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების ცუდი ინტერპრეტაციები, რადგან რეალობა არის ერთი და ამ რეალობას ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება. ჩვენ ამ გაკეთებული საქმეებით მივდივართ 2020 წლის არჩევნებზე. ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა, აგრო და ეკონომიკური სექტორების დახმარება, ჩვენი სოფლებისა და ქალაქების განვითარება არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, რომლის საპირწონედაც დგას გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთმა ოდიოზურმა ლიდერმა 8 წლის თავზე მოიხადა ბოდიში და ისიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ აგრესიაში გვაცხოვრებდა და ქვეყანა დემოკრატიის რეგრესული გზით მიჰყავდა. სწორედ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება გაგრძელდება, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისი მუდმივი კონტროლი იქნება მომავალშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სამუშაო პრიორიტეტი. ქვეყნის მართვაში ჩვენ დელეგირება გადმოგვცა მოსახლეობამ და დიდი იმედი მაქვს , რომ იგივე დელეგირებას გადმოგვცემს 2020 წლის არჩევნებში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა