logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა პასუხი
დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა პასუხი
13:36 01.09.2020
„სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა „ნიანგის ცრემლებმა“ ალბათ ყველა კითხვას გასცა პასუხი. ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას. დიახ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის მიმართაც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული. აქ მე ვგულისხმობ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან 2008 წელს გამოიდევნა, მე აქ ვგულისხმობ ყველა იმ წართმეულ ბიზნესს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ და მსოფლიომ კარგად იცის და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ არაერთი განაჩენით დაადგინა სწორედ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის ფაქტი. ამ რიგშია რობაქიძის, გირგვლიანის ოჯახები, ისინი დღემდე ითხოვენ შესაბამის პასუხებს არა შეცდომებისთვის, არამედ დანაშაულებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა გუშინდელი აღიარებით ყველა კითხვას გასცა პასუხი. მისივე თქმით სისხლის სამართლის კოდექსი მკაფიოდ ახდენს დანაშაულის და შეცდომის გამიჯვნას და ასე უნდა მოხდეს სააკაშვილის შემთხვევაშიც, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე. დავით მათიკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს მიბაძონ თავიანთ ლიდერს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.

„მე მინდა მივმართო სააკაშვილის პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ალბათ უკვე ყველა კითხვას გაეცა კოლეგებო პასუხი. თქვენ თვითონ ძალიან კარგად ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. ეს ნიანგის ცრემლები და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ქართველ ხალხს ის ვეღარ მოატყუებს. და ხომ არ მიბაძავდით მას კოლეგებო და იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და საზოგადოებას მოუხდით ბოდიშს. ეს თქვენ პასუხისმგებლობისგან არ გაგათავისუფლებთ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის ჩამონათვალის იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით და ისჯება ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული ძალიან კარგად რა არის დანაშაული და რა არის გადაცდომა. მოდით ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ. შეცდომა არ არის ადამიანების მოკვლა, ოჯახების განადგურება, შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მათი მფლობელებისთვის, შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის და საკუთარი სამშობლოს 20 პროცენტის ჩაბარება ოკუპანტებისთვის. ეს არ არის შეცდომა, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველამ, მისმა ჩამდენმა უნდა აგოს პასუხი ძალიან მკაცრად“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა