logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: უმძიმესს დანაშაულებებს შეცდომის დონეზე, რომ ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში უფრო უარყოფითი რეაქციები მოყვება
სოფო კილაძე: უმძიმესს დანაშაულებებს შეცდომის დონეზე, რომ ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში უფრო უარყოფითი რეაქციები მოყვება
13:16 01.09.2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და ოპოზიციის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც წლების წინ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივ და დანაშაულებრივ რეჟიმს აყალიბებდნენ.

„ხალხს მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ ძალადობრივმა რეჟიმმა ბოდიშიც კი არ მოიხადა იმ სისასტიკეების გამო, რომელშიც აცხოვრებდა ჩვენს მოქალაქეებს. დაახლოებით თვენახევრის წინ სალომე სამადაშვილს ვეუბნებოდი, რომ „ბოდიში მაინც მოიხადეთ იმ უბედურების გამო რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს დამართეთ-თქო“ და ეტყობა ჭკუაში დაუჯდათ და ჩვენ ვნახეთ ბატონი სააკაშვილის კლიპი, სადაც ის აანონსებდა ბოდიშს მძიმე შეცდომებისთვის და აანონსებდა საქართველოში ჩამოსვლასაც. უბრალოდ ერთი რამ ვერ გათვალეს, რომ უმძიმესს დანაშაულებებს შეცდომის დონეზე, რომ ჩამოაქვეითებ ამას ხალხში უფრო უარყოფითი რეაქციები მოყვება და ძალიან სამართლიანადაც. ამ კლიპის შემხედვარე ვიფიქრე, რომ როგორც ყორანი არ გათეთრდება და როგორც კუდი ძაღლისა არ განემართება, ისე ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედები, მაღალი თუ დაბალი რგოლი, ვერ გამოსწორდება და ვერ ჩადგება ქვეყნის სამსახურში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციის ასეთი ნაწილი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას ვერასდროს ვერ გაუწევს ხელისუფლებას, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ადამიანის უფლებების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებით და აგრძელებს ამ რეფორმას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფო კილაძემ განცხადება ბავშვის უფლებათა კოდექსზეც გააკეთა, რომელიც ძალაში დღეიდან, 1 სექტემბრიდან შევიდა. „გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენი ბავშვების დაცვის უდიდეს საქმეში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები - აშშ, ევროკავშირი, UNICEF, გერმანია, დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი, რომელსაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე სწორედ ჩვენს გვერდით არის და მათი დიდი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ მოსამზადებელი, იმპლემენტაციის ეტაპის განხორციელება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეფორმა ერთ ადგილზე არ გაიყინოს და ჩვენ ყოველ წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დავამატოთ ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა