ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ხელისუფლებას must carry-ის პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობის განხილვას სთხოვს.
ამის შესახებ დელაგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ დღეს შემაჯამებელი განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.
მისი თქმით, დელეგაცია მიესალმება იმას, რომ must carry-სა და must offer-ის კანონმდებლობის შემოღებით, მედიაგარემოში მეტი პლურალიზმი შეიქმნას.
„ვიცით, რომ ეს პრინციპები არ ვრცელდება არჩევნების დღესა და არჩევნების შემდეგ დღეზე. დელეგაცია ხელისუფლებას სთხოვს განიხილოს ამ პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობა“ - აღნიშნა ვოლონტემ.
მისივე თქმით, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად სასურველია, რომ ყველა პარტიას მედიასაშუალებებზე ხელი მიუწვდებოდეს.

















