logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა
23:59 31.08.2020
„ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა. ჩვენ შევძელით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა. სწორედ, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა შეძლო ის, რომ 2024 წლიდან გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ შევძელით გენდერული კვოტირების საკითხის შემოღება, რომელმაც მნიშვნელოვანი გარღვევა უნდა მოახდინოს ქალთა ჩართულობის მხრივ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ შევძელით ის, რომ საარჩევნო კოდექსში შევიტანეთ ეუთო/ოდირის ყველა ის ძირითადი რეკომენდაცია და ცვლილება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო ჯანსაღი, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით არჩევნების ჩატარება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრო ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს უკავშირდება საარჩევნო კოდექსში პროგრესული ცვლილებები და მმართველი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს არჩევნები ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნები დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარდეს.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ არჩევნების ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნების დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარებაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს საქართველოში წარმოდგენილი, რათა არც ერთ ისეთ ოპოზიციურ ჯგუფს, რომელთა ინტერესიც არ არის ქვეყნის სტაბილურობა, რომელთა ინტერესიც არ არის ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა, მათ არ მივცეთ არც ერთი ისეთი მოქმედების შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას დააზიანებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო მონიტორები დააკვირდებიან, რომ არც ერთი უკანონო თუ სხვა ტიპის ქმედება არ შერჩეს არც ერთი პარტიის წარმოდგენელს და ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, როგორც ევროკავშირის ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა საქართველოში, პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამ ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მათი სატელიტი პარტიებისთვის, როგორც ჩანს, არაფერს ნიშნავს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ არამედ, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე, ევროკავშირის პოზიცია და მათი დამოკიდებულება. ჩვენ ვიღებთ გარანტიას და პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალი დემოკრატიის სტანდარტით. ამის გარანტი იქნება „ქართული ოცნება“. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ არჩევნების დროს, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა