logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: წინა ხელისუფლების დროს, დიადი ინვესტიციების და ფასადური აღმშენებლობის სახელით აჭარაში გაასხვისეს 4 მილიონი კვ/მ ტერიტორია
თორნიკე რიჟვაძე: წინა ხელისუფლების დროს, დიადი ინვესტიციების და ფასადური აღმშენებლობის სახელით აჭარაში გაასხვისეს 4 მილიონი კვ/მ ტერიტორია
17:46 31.08.2020
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ზაალ მიქელაძის და ცოტნე ანანიძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ჩემთვის პატივია წარმოგიდგინოთ ორი ღირსეული ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში და საქართველოს პარლამენტში.

ჩვენი ხელისუფლება, როგორც პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილში, ისე გადაწყვეტილებების ნაწილში ბოლომდე ისმენს თითოეული მოქალაქის სატკივარს. დღევანდელი გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ არავის დავტოვებთ განსაცდელში.

ქობულეთი განსაკუთრებით დაზარალდა პანდემიის დროს, როგორც ინფექციის გავრცელების ნაწილში, ასევე მეწარმეებს, ფერმერებს შეექმნათ უამრავი პრობლემა. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ტარდება ღონისძიებები, რაც ჩვენს მოქალაქეებს გამოიყვანს ძალიან მძიმე გამოწვევიდან და ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. მესმის, რომ არ იყო ადვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაკეტილ რეჟიმში ცხოვრება. თუმცა, თქვენი უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ჩვენი ერთიანობით ვფიქრობ, რომ ღირსეულად გავართვით ამ ყველაფერს თავი. მადლობა მინდა გადავუხადო ქობულეთს და ქობულეთელებს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ქობულეთში დაიწყო და ბიძგი მიეცა ახალ რეალურ პროექტებს. ქობულეთი გახდება საერთაშორისო ბრენდების ქალაქი.

წინა ხელისუფლების დროს, დიადი ინვესტიციების და ფასადური აღმშენებლობის სახელით აჭარაში გაასხვისეს 4 მილიონი კვადრატი ტერიტორია. აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაახლოებით 1 ლარად გაიყიდა. მათ თავი ვერ შეიკავეს და 1 ლარად გაყიდეს ჩვენი გმირი წინაპრების, იუნკერების საფლავი. თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს 2012 წელს, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ერთხელ და სამუდამოდ დავუსვით წერტილი.

ჩვენ, ყველანი ვფიქრობთ აწმყოზე და, კიდევ უფრო მეტს მომავალზე. ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა ანალიზი, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა, რომ მომავალში არავის არ მოუვიდეს აზრად მსგავსი პრაქტიკის მობრუნება.

ქობულეთს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ქობულეთელ გლეხს, ფერმერს, როგორც ციტრუსის რეალიზაციაში, ასევე სხვა მოსავლის რეალიზაციაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაგრძელდეს როგორც სუბსიდირების პროგრამები, ასევე მოხდეს საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება.

მადლობა თქვენი გვერდში დგომისთვის. გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და თქვენთან ერთად, 31 ოქტომბერს ვიზეიმებთ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ქობულეთის წარმატებისთვის და საქართველოს წარმატებისთვის"- განაცხადა რიჟვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა