logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში
16:56 31.08.2020
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუბულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, ზაალ მიქელაძის და ცოტნე ანანიძის წარდგენაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის დიდი პატივია, წარვსდგე თქვენ წინაშე, აჭარის ამ ულამაზეს მუნიციპლიტეტში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიურობით, თავიანთი ქმედებებით ალამაზებენ ამ კუთხეს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ქობულეთში, აქ დაბრუნებისას შეუძლებელია გულწრფელი სიხარული არ დაეუფლოს, რადგან მზე, ზღვა, ბუნება,შესანიშნავი ადამიანები ყოველთვის დადებით მუხტს და განწყობას სცენს თითოეულ ადამიანს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქობულეთი, ეს მუნიციპალიტეტი, ზოგადად - აჭარა ერთნაირად საყვარელია ჩვენი მოსახლეობისათვის. ამ ქალაქში, ამ მხარეში, ტოლერანტობა და სტუმარ-მასპინძლობა არავის ესწავლება, წლების განმავლობაში და ბუნებრივია, დღესაც, აქ, როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტში, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და ისინი ერთად ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის.

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ავიღოთ ჯანდაცვის მიმართულება, მთლიანი რეფორმა, დანერგილი პროგრამები, განათლება, ინფრასტრუქტურული მიმართულება, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი ხიდი შეკეთდა, ავიღოთ სოფლის მეურნეობა და მისი პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ძალიან მარტივია, გაიარო ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში და ნახავთ, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელთაც ჭირდება შესაბამისი პასუხები და რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, ღირსეული პასუხებით, ღირსეული ქმედებებით და წინგადადგმული ნაბიჯებით დავძლევთ ყველა არსებულ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას.

მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა