logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: 2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ 8 წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს
თორნიკე რიჟვაძე: 2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ 8 წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს
15:46 31.08.2020
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

რიჟვაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღევანდელი დღის მთავარი მიზანი, მიზეზი - კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელზეც ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ. ისინი ღირსეულად წარმოადგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გავითვალისწინებთ სიით შემადგენლობაში, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავდეს თავისი წევრი წარმომადგენლობით ორგანოში.

2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ 8 წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს, როგორც სოციალური სახლების მშენებლობის ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

ამ ყველაფერზე, ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას როგორც თქვენთან, ისე სოფლის, დაბის დონეზე. ყველა ის მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, მაღალი ხარისხით, მიმართულია იქით, რომ თითოეულმა ხელვაჩაურელმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის დონეზე იგრძნოს ეს მიღწევები.

ძალიან მალე დასრულდება გაზიფიცირება და ყველა მიიღებს ბუნებრივ აირს საკუთარ ოჯახებში. ასევე, ჩვენ ერთად, ძალიან აქტიურად ვავითარებთ წყალმომარაგების და წყალარინების სისტემებს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ხელვაჩაურში, არცერთ დასახლებულ პუნქტში, მწვავედ აღარ იდგეს წყალმომარაგების პრობლემა. ამავე დროს, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არცერთი დაბა, ხეობა არ დარჩეს თანამედროვე გზების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე.

ამ ყველაფერს სჭირდება თქვენი თანადგომა. ბუნებრივია, მოველით და გვაქვს იმის იმედი, რომ კიდევ ერთხელ დაგვიდგებით გვერდში, რათა ერთად გავაგრძელოთ იმ ღირსეული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი"-განაცხადა რიჟვაძემ.
.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა