logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდება და ხორციელდება, როგორც აჭარის მთავრობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე
თორნიკე რიჟვაძე: ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდება და ხორციელდება, როგორც აჭარის მთავრობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე
12:13 31.08.2020
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

რიჟვაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"კიდევ ერთხელ მინდა გესაუბროთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ჩვენს განვითარების პერსპექტივებზე, რომელიც პირველ რიგში უნდა შეეხოს მაღალმთიან აჭარას და ხულოს. ეს პროგრესი მართლაც ხელშესახებია.

დარწმუნებული ვარ, როგორც დღეს, ისე მომავალშიც, თითოეული ხულოელი იგრძნობს იმ განვითარებას, იმ სამართლიან პერსპექტიულ ქვეყანას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. მაღალმთიან აჭარას ამ დიდ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ამიტომ, დღესაც გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, გვჭირდება ნდობა, იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ის კონკრეტული საქმეები, ბოლომდე მივიყვანოთ ის გეგმები, რომლებიც გვაქვს და ჩვენმა მეგობრებმა ისაუბრეს, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ასევე, წყალმომარაგება.

ვიცით, რომ ბევრ სოფელს აწუხებს წყლის პრობლემა. ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 წლის განმავლობაში სრულად გადაჭრის ხულოში წყლის მომარაგების საკითხს, ასევე, გაზიფიცირება იქნება ბოლომდე მიყვანილი, მომავალ წელს პრაქტიკულად ყველა სოფელში დაიწყება შიდა დაქსელვითი სამუშაოები და ყველას ექნება ბუნებრივი აირი. წელს პირველად, კურორტ გოდერძიზე მივიყვანეთ ბუნებრივი აირი, რაც არის მაღალმთიანი აჭარის, კურორტ გოდერძის და ასევე მიმდებარე ტურისტული ლოკაციების განვითარების პირობა.

ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ როგორც ხულოში, ისე ყველგან, მოქალაქეებს სჭირდებათ ჯანდაცვა, სოციალური მზრუნველობა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდება და ხორციელდება, როგორც აჭარის მთავრობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლება და იცით, რომ ჩვენს პროფესიულ სასწავლებლებში, რომელიც ხულოში გაიხსნა უკვე არაერთი ნიჭიერი ხულოელი სწავლობს. დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ უფრო მეტად გამოადგებიან მათ ოჯახებს, მუნიციპალიტეტს და ქვეყანას.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთიანობისთვის, იმ ერთიანობისთვის, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მაღალმთიან აჭარას და არის ჩვენი ძლიერი ქვეყნის, ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა.

ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ ორ ღირსეულ ადამიანზე, ღირსეულ ხულოელზე და ღირსეულ შუახეველზე, რომლებმაც კარგად იციან არსებული რეალობა, იციან თქვენი გამოწვევები, თქვენი პრობლემები და ჩვენ ერთად, გუნდურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ეს პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში გადავჭრათ, გავიმარჯვოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს წარმატებისთვის"-განაცხადა რიჟვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა