logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღირსეული, სამართლიანი სახელმწიფოს შენება, რომელსაც 2012 წელს საფუძველი დაუდო ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღირსეული, სამართლიანი სახელმწიფოს შენება, რომელსაც 2012 წელს საფუძველი დაუდო ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა
13:16 30.08.2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქედაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენთვის დიდი პატივია დღეს შეგხვდეთ თქვენ და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ უახლოეს არჩევნებში კიდევ ერთხელ გვაქვს თქვენი იმედი.

ბოლო 8 წელი მართლაც გამორჩეული იყო, როგორც ქედისთვის, ისე, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღირსეული, სამართლიანი სახელმწიფოს შენება, რომელსაც 2012 წელს საფუძველი დაუდო ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განვითარება და აღმშენებლობა იგრძნობოდეს ყველგან, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლად.

ქედა ყოველთვის იყო გამორჩეული, პირველ რიგში ქედელებით, თავისი შრომისმოყვარეობით, მუყაითობით და ყოველთვის ჩვენ ვიყავით ამაყი იმ შედეგებით, რომელიც გვქონდა ქედაში.

პრემიერმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც განხორციელდა და განხორციელდება ქედაში. მინდა რამდენიმე მათგან შევეხო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სოფლის მეურნეობას, ეკოტურიზმს ახალი დინამიკა, ახალი განვითარება მიეცა. იცით, რომ წელს როგორც ქედაში, ისე, მთლიანად აჭარაში და მთელს ქვეყანაში არ დარჩენილა არცერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც არ დამუშავებულა. რა თქმა უნდა ეს არის წინაპირობა მეტი განვითარების, მეტი ეკონომიკის ადგილზე და ეს არის საშუალება, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს თოთოეულ ქედელ გლეხს, ფერმერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად, დინამიურად განვავითაროთ ტურიზმი, ასევე მეღვინეობა, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოქმედებს მნიშვნელოვნად დაეხმარება ღვინის წარმოებას, რათა მეტი განვითარება და ახალი საფეხური ჰქონდეს ამ ლამაზ მუნიციპალიტეტში.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით. დარწმუნებული ვარ, წარმოდგენილი კანდიდატები დაიმსახურებენ თქვენს ნდობას და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, ჩვენი აჭარის წარმატებისთვის და რა თქმა უნდა ქედის წარმატებისთვის"- განაცხადა რიჟვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა