logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რესან კონცელიძე: გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც სიმართლეს ემსახურები, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა...
რესან კონცელიძე: გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც სიმართლეს ემსახურები, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა...
23:09 29.08.2020
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რესან კონცელიძემ ბათუმელ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა.

დეპუტატობის კანდიდატის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისა და დაფასებისთვის. ასევე, გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა თქვენს წინაშე წარვმდგარიყავი.

დღეს, აქ ჩემი ქვეყნის, ჩემი კუთხისა და ქალაქის სიყვარულმა მომიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბათუმელს, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა, უყვარს თავისი ქალაქი და უნდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იყოს უკეთესი, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების შესაბამისად.

მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, ჩვენი ქალაქი ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით, დავძლევთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენნი თანაქალაქელების წინაშეა და შევძლებთ მის გადალახვას, თითოეული თქვენგანის ხმას მივაწვდენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა.

მზად ვარ, ვემსახურო ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის.

მადლობა ყველას, ვინც ნდობას მიცხადებს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე. ჩვენ ერთად შევქმნით ბათუმის წარმატებულ მომავალს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის, ერთად ბათუმის წარმატებისთვის"-განაცხადა კონცელიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა