logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში
არჩილ თალაკვაძე: ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში
11:28 28.08.2020
„ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია დასავლური ოჯახისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან, კოვიდ პანდემიასთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე. ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე და მნიშვნელობაზე ქვეყნის ცხოვრების და მისი ტრადიციების და ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ემიგრანტების როლზე, რომლებიც საზღვარგარეთ შრომობენ, ქმნიან დოვლათს, ინტელექტუალურ პროგრესს და ეხმარებიან თავის სამშობლოს.

„საქართველოს ჰყავს წარმატებული და ძლიერი დიპლომატიური სამსახური, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ჰყავს არერთი ძალიან წარმატებული თანამემამულე საზღვარგარეთ, ვინც ჩვენს სამშობლოს ღირსეულად წარმოაჩენენ. ადამიანები, რომლებიც შრომობენ და ქმნიან დოვლათს, ქმნიან ინტელექტუალურ პროგრესს და ეხმარებიან თავის სამშობლოს, საქართველოს. დიასპორას აქვს განუზომლად დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, აწმყოსა და მომავალში, ვინაიდან, კულტურული მემკივიდრეობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და სწორედ ეს ადამიანები, ემიგრანტები აცნობენ საქართველოს მტელს მსოფლიოს.

ბოლო პერიოდში ჩვენ გამოვიარეთ რთული დღეები, გლობალურმა პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. გამოცდის წინაშე დააყენა მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სისტემები. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო ამ რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს მის თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში განახორციელა. მათ შორის, მთავარ კონსტიტუციაზე, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე: „2017-2018 წლებში საქართველოს პარლამენტმა და ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები. ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მომავალს, განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ხვალ და როგორი სახელმწიფო სურთ ჩვენს შვილებს და სწორედ ამ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ მხარს უჭერს დიასპორებს და ჩვენი თანამემამულეების კავშირების შენარჩუნებას სამშობლოსთან. ეს ხდება პირველად, როდესაც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტი განსაკუთრებულ აქცენტს ააკეთებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე”.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივებს სხვადასხვა მიმართულებით. მისი განცხადებით, ამ პროგრამების მეშვეობით ჩვენს თანამოქალაქეებს საზღვარგარეთ მიეცათ საშუალება, რომ განახორციელონ ის პროექტები და ინიციატივები, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს დაეხმარება.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა