logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: უტიფრობაა, როდესაც სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ არც ბავშვებისთვის და არც სოციალური პაკეტის შესაქმნელად
გიორგი ვოლსკი: უტიფრობაა, როდესაც სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ არც ბავშვებისთვის და არც სოციალური პაკეტის შესაქმნელად
19:19 26.08.2020
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად გატარებული ღონისძიებები საუკეთესოდ ფასდება.

„ახლახან მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებების საუკეთესო შეფასებით. ამასთანავე ბევრმა არც იცის, რომ ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლების გარდა:

-სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვები, 16 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად, შემწეობასთან ერთად იღებენ 50 ლარს (ასეთი 160 ათასზე მეტი ბავშვია);

-იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას, ყოველი მესამე და შემდგომი ორ წლამდე ბავშვი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო 200 ლარის ოდენობით მაღალმთიან რეგიონში. ამასთანავე პირველ და მეორე ბავშვზეც გაიცემა 100 ლარი ყოველთვიურად;

-მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ოთხი და მეტი შვილით, სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამით;

-მშობიარობის დაფინანსებას სახელმწიფო ახდენს;

-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დახმარების პაკეტის ზრდა განხორციელდა ორ ეტაპად: მიმდინარე წლის იანვრიდან 200 ლარიდან 220 ლარამდე, ხოლო ივლისიდან 220 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთანავე სახელმწიფო აფინანსებს ასეთი ბავშვების დღის ცენტრებს;

-უფასო გახდა საბავშვო ბაღები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების რაციონი. კვების რაციონის გარეშე არ დარჩენილან ბავშვები, როდესაც პანდემიის გამო საბავშვო ბაღები დაიკეტა;

-აბორტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა;

-ათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის ახალგაზრდები, თუნდაც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით;

-სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილობრივი დასახასიათებლად ამ ყველაფერს დაუმატეთ მკურნალობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება.

არავინ ამბობს, რომ ზოგადად კარგი მდგომარეობაა, მაგრამ უტიფრობაა, სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც არაფერი გაუკეთებია არც ბავშვებისათვის, არც სოციალურ პაკეტის შესაქმნელად. თითქმის არცერთი ზემოთ ხსენებული პროგრამა ან საერთოდ არ მოქმედებდა ან უმნიშვნელო იყო. ხელისუფლებიდან წასულებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ-ნახევარზე მეტი და შვილების ჯანმრთელობის გადასარჩენად იპოთეკით დაზარალებული ათასობით ადამიანი დატოვეს“-აცხადებს ვოლსკი.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა