logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მსოფლიო ბანკის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა
არჩილ თალაკვაძე: მსოფლიო ბანკის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა
16:32 26.08.2020
„მსოფლიო ბანკის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადასტურებს, რომ ჩვენ, საქართველომ, საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. ზუსტად ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბრძოლა კორუფციასთან არის ის მიმართულება, სადაც „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან დღემდე ხელშესახები პროგრესი უზრუნველყო. ეს არის ნათქვამი მსოფლიო ბანკის დასკვნაში, სადაც საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყნის რეიტინგშია. ამ მაჩვენებლით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგთან დაკავშირებით განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და რომ ქვეყანას აქვს ეფექტური და თანამდროვე კანონმდებლობა კორუფციის წინააღმდეგ.

„ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავატარეთ ეფექტური რეფორმები, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჰყავს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, ეს ნიშნავს იმას, რომ ანტიკორუფციული სამსახური, სამართალდამცავები ეფექტურად ებრძვიან კორუფციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს ეფექტური და თანამდეროვე კანონმდებლობა კორუფციის წინააღმდეგ. რასაკვირველია, მიუხედავად ამ დადებითი დასკვნისა, ჩვენ ვთვლით, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის მუდმივი ამოცანა და რა თქმა უნდა, მომავალშიც არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით, კორუფციულ დანაშაულთან არ იქნება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგი ადასტურებს ხელისუფლების პოზიციას და საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ეუბნებოდა სიმართლეს, რომ საქართველოს აქვს კორუფციის დაბალი დონე.

„წინა წლების, ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრძოლა კორუფციასთან არის უკომპრომისო და ვამბობდით, რომ კორუფციული დანაშაულის ადგილი ჩვენს სახელმწიფოში და ჩვენს საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს. ვამბობდით, რომ საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ამ მიმართულებით. ასვე გახსოვთ რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი, ძველი ოპოზიცია განსაკუთრებით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვაკრიტიკებდა და ხალხს ეუბნებოდა, რომ საქართველოში ამ წლების განმავლობაში კორუფციის დონე არის გაზრდილი და კორუფციის მხრივ სიტუაცია არის გაუარესებული. დღეს, როდესაც საერთაშორისო ავტორიტეტული დასკვნა გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმა, რომელიც პრინციპში ადასტურებს ჩვენს, როგორც პოლიტიკური გუნდის და როგორც ხელისუფლების პოზიციას, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ მართლები ვიყავით და ვეუბნებოდით ჩვენს მოქალაქეებს სიმართლეს, რომ საქართველოს მართლაც აქვს კორუფციის დაბალი დონე და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ შემდეგ წლებშიც“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა