logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობის იდეასაც კი, რომლებიც არიან გარკვეული სიმპატიებით და ინტერესებით განწყობილი რუსეთის მიმართ
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობის იდეასაც კი, რომლებიც არიან გარკვეული სიმპატიებით და ინტერესებით განწყობილი რუსეთის მიმართ
21:50 25.08.2020
ოპოზიციის მხრიდან „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა დააფიქსირა.

„ქართული ოცნების პოზიცია საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ვატარებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლის ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, ამასთანავე, ჩვენი სრული ინტეგრაცია ნატოში. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ხედავს. რაც შეეხება კონკრეტულ ჯგუფებთან თაამშრომლობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არანაირი თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არ განიხილება ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ ან გამოხატავენ სიმპატიას ისეთი მტრული სახელმწიფოს მიმართ, როგორიც რუსეთია. ასევე ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც არიან შენიღბული ფორმით რუსული ინტერესების გამტარებლებ. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ განსაკუთრებულ შესწავლას უნდა დაქვემდებარებოდა ყოველთვის ყველა იმ პოლოტიკური ჯგუფის ფინანსური ინტერესები და ფინანსების წარმომავლობა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. შესაბამისად, ეს საკითხიც უნდა იყოს შესწავლის საგანი. სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ კითხვები არ დარჩეს რაიმე ტიპის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფორმით, ოფიციალურად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება დადასტურებული, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება კონკრეტული უწყების მხრიდან. ეს იყო და არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობის იდეასაც კი, რომლებიც არიან გარკვეული სიმპატიებით და ინტერესებით განწყობილი რუსეთის მიმართ. საზოგადოებისთვის საინტერესოა ისიც, რომ სულ ცოტახნის წინ გიგი უგულავა - ე. წ. პროდასავლური ჯგუფის წარმოადგენელი - ამბობდა, რომ ის ყველა შემთხვევაში განიხილავს პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობას. მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას, ვინ არის პროდასავლური ჯგუფი. უგულავა ამბობდა, რომ პატრიოტთა ალიანსთან ითანამშრომლებენ. საზოგადოებისთვის საინტერესოა, ქალბატონი ხოშტარიას პარტიის წარმომადგენელს რა პოზიცია აქვს პარტრიტთა ალიანსთან თანამშრომლობაზე დღეს. ისინი ხომ ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ითანამშრომლებდნენ ასეთ ჯგუფებთან. ეს ადამიანები ასევე ამბობდნენ, რომ ოქრუაშვილი არ „პრავდება“, თუმცა გვახსოვს უგულავას მხილება, რომ ოქრუაშვილი შეეკრა რუსეთს და ცხოვრობდა „ფეესბეს პოდმოსკოვსკი“ დაჩაზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა