logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
დავით ზალკალიანი თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
20:44 25.08.2020
თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ნატალია ვუტოვას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობაზე. აღინიშნა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდი მართლაც გამოწვევებით იყო სავსე, რაც განპირობებული იყო კოვიდ-19-ის პანდემიით, თუმცა საქართველომ შესძლო თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველომ, შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ხელშესახები მემკვიდრეობა დატოვა.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ოფისი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების განსახორციელებლად. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უკვე მოძიებულია დაფინანსების დიდი ნაწილი. მინისტრის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდირებას.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ მზადდება. აღინიშნა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშით მუდმივად ხდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, აღნიშნული ანგარიში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.



საუბარი ასევე შეეხო საქართველოში წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობას და მის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მაქსიმალურ ძალისხმევას. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, საქართველოში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების მისაღებად. აღნიშნულ კონტექსტში, მინისტრი მიესალმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.



ამავე დღეს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შორის. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ, თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ. აქვე, ხაზი გაესვა საერთაშორისო მექანიზმების რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში დაუყოვნებლივი შესვლის მნიშვნელობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა