ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნა - გაუქმებულიყო ქუთაისის საკრებულოს ბრძანება არჩევნებში მონაწილე სუბიქტებისთვის წინასაარჩევნო
შეხვედრებისას შენობებისა და საარჩვენო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების გასაკრავი ადგილების შესახებ, არ დააკმაყოფილა.
„არჩვენები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს - 1 ოქტომბერს, არჩევნები ქუთაისში უკვე გაყალბდა, როდესაც საკრებულომ სასამართლოს დასტურით პოლიტიკურ პარტიებს უარი უთხრა წინაარჩევნო შეხვედრებისთვის სხვადასხვა შენობების გამოყენებაზე და პლაკატების გასაკრავი ადგილების გამოყოფაზე“ - აცხადებს პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძე.
მისი თქმით, მიუხედავათ იმისა, რომ პარტიის წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივად დაუსაბუთეს ბრძანების გაუქმების აუცილებლობის მიზეზები, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის დანამატია“.

















