logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა
12:04 25.08.2020
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეოთხე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეკომენდაციის პროექტი, რომელიც საჯარო მოხელეებს შეახსენებს მათთვის წინასაარჩევნო პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს. აღსანიშნავია, რომ ეს რეკომენდაციები კომისიამ გამოსცა 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციაში. შესაბამისად, კომისიამ საჭიროდ მიიჩნია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საჯარო მოხელეებს უკვე გამოცემული განმარტებები.

რეკომენდაცია მიმართავს საქართველოს ცენტრალური და ხელისუფლების საჯარო მოხელეებს და მოუწოდებს მათ, გაითვალისწინონ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მოქმედებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის ერთიანი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენების აკრძალვას. აგრეთვე, შეახსენებს მათ, რომ სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს და იმ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეკრძალებათ საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, ელფოსტა), საინფორმაციო მომსახურებისა (მათ შორის, ოფიციალური ვებგვერდი ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედია) და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების გზით წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება.

დოკუმენტი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებს და მოუწოდებს მათ, კიდევ ერთხელ შეახსენონ საჯარო მოსამსახურეებს, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა.

კომისიის მეოთხე სხდომაზე განიხილეს მედიით გავრცელებული, „ევროპული საქართველოს“ გენერალურ დირექტორ გიორგი უგულავას განცხადება საარჩევნო პლაკატების გაკვრისათვის პარტიის აქტივისტების დაჯარიმების შესახებ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა კანონის სრული დაცვით, კოდექსის 1502-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) საფუძველზე. ამდენად, პარტიის აქტივისტების მიმართ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.
კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა