logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სწორედ იმიტომ, რომ დაპაუზება გადაეფარათ, „ნაციონალების“ დროს მოდაში იყო ერთი და იგივე ობიექტის რამდენიმეჯერ გახსნა - ზაალ ანჯაფარიძე ხაშურის შემოვლითი გზის გახსნაზე
სწორედ იმიტომ, რომ დაპაუზება გადაეფარათ, „ნაციონალების“ დროს მოდაში იყო ერთი და იგივე ობიექტის რამდენიმეჯერ გახსნა - ზაალ ანჯაფარიძე ხაშურის შემოვლითი გზის გახსნაზე
14:55 22.08.2020

„2007-2012 წწ. განხორციელდა 68 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის

მშენებლობა; 2013-2020 წწ. განხორციელდა 190 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა; 2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამუშაოების ტემპი 2.5-ჯერ გაიზარდა და 2013-2020 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად შენდება 25 კილომეტრი გზა. ეხლა თავად განსაჯეთ როდის იყო ქვეყანა დაპაუზებული და გაჩერებული” - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ხაშურის შემოვლითი გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის გასნას.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ რომ დაპაუზება რამენაირად გადაეფარათ, „ნაციონალების“ დროს მოდაში იყო ერთი და იგივე ობიექტის რამდენიმეჯერ გახსნა.

„ვინც ჭრიდა წითელ ლენტს კი გვახსოვს. თვალში ნაცრის შეყრა კი ნამდვილად ეხერხებოდათ და ზოგიერთმა ეს ნაცარი ვერა და ვერ ამოიწმინდა” - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„ერთი კვირის წინ დასავლეთიდან თბილისში ვბრუნდებოდი და სურამი ხაშურის მონაკვეთზე საცობი იყო, შემოვლითი გზის მშენებლობის გამო. ვხედავდი მძღოლების და მგზავრების უკმაყოფილო სახეებს. ეს უკმაყოფილო სახეები იმედია აღარ იქნება ხაშურის13-კმ-იანი შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, რომელიც ამ დღეებში ამოქმედდა და ოქტომბერში 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება. და დღეიდან ხაშურში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება, რომელიც დიდად უწყობდა ხელს საცობს და აუარესებდა ადგილობრივ ეკოლოგიას.
სულ ახლახან, ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იანი მონაკვეთიც გაიხსნა და ის სრულად წლის ბოლომდე დასრულდება. 2020 წელი რეკორდული იქნება იმ კუთხით, რომ ჯამში 70 კმ სიგრძის მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება

ანალიტიკოსებს ფაქტებით მოგვეთხოვება საუბარი, მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის ჩემი სპეციალიზაციის სფერო, ინტერესის გამო, მოვიძიე ხელმისაწვდომი ინფორმაცია გზების მშენებლობაზე სხვადასხვა წლებში.
მაშ ასე:

- 2007-2012 წწ. განხორციელდა 68 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა

- 2013-2020 წწ. განხორციელდა 190 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა

- 2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამუშაოების ტემპი 2.5-ჯერ გაიზარდა და 2013-2020 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად შენდება 25 კილომეტრი გზა.

ეხლა თავად განსაჯეთ როდის იყო ქვეყანა დაპაუზებული და გაჩერებული?! სწორედ იმიტომ რომ დაპაუზება რამენაირად გადაეფარათ, „ნაციონალების“ დროს მოდაში იყო ერთი და იგივე ობიექტის რამდენიმეჯერ გახსნა (ვინც ჭრიდა წითელ ლენტს კი გვახსოვს). თვალში ნაცრის შეყრა კი ნამდვილად ეხერხებოდათ და ზოგიერთმა ეს ნაცარი ვერა და ვერ ამოიწმინდა.

ზოგადად, კი ნამდვილად მიღწევაა, რომ კორონავირუსის პანდემიის და მისი გამოწვევების მიუხედავად ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურები გრძელდება” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა