logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სებასტიან მოლინეუსი: ვრჩებით საქართველოს ერთგულ პარტნიორად მოკლე და გრძელვადიანი განვითარების საჭიროებათა ნაწილში
სებასტიან მოლინეუსი: ვრჩებით საქართველოს ერთგულ პარტნიორად მოკლე და გრძელვადიანი განვითარების საჭიროებათა ნაწილში
13:42 22.08.2020
ვრჩებით საქართველოს ერთგულ პარტნიორად მოკლე და გრძელვადიანი განვითარების საჭიროებათა ნაწილში, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკში ყველას ახარებს ის ფაქტი, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან.

“მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც მოკლევადიანი განვითარების საჭიროებებს - როგორიცაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლა, ასევე მისი გრძელვადიანი საჭიროებების დაფინანსებას და სტრატეგიულ განვითარებას. ასეთია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზა. ეს კონკრეტული მონაკვეთი კი ძალიან მნიშვნელოვანია.

მსოფლიო ბანკი ამ ჩქაროსნული გზის მშენებლობას მხარს უჭერდა 5 პროექტის ფარგლებში, რომელთა ჯამური თანხობრივი ოდენობა ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება. ჩვენ ქვეყნის მთავრობასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით მისი დასრულების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვწამს, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს. პირველი სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანა განიმტკიცებს წამყვანი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის როლს სამხრეთ კავკასიაში და „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში. მეორე სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეროვნულ დონეზე ტურიზმის ხელშეწყობის სახით და აგრარულ სექტორში დასაქმებული პირების წვდომას გააუმჯობესებს სარეალიზაციო ბაზრებზე, რათა სოფლიდან ქალაქად - ბათუმში, ქუთაისსა და რა თქმა უნდა, თბილისში - მოხდეს აგრარული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდება. მესამე სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროექტი გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას, ადრე თუ ხაშურში უწევდათ მანქანებს მოძრაობა, ახლა ამ გზით ისარგებლებენ, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა