აშშ-ში საგანგებო ვიზიტით მყოფი „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან პირშნერს შეხვდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ პრესცენტრის ცნობით, ნათელაშვილმა პირშნერს მიაწოდა ინფორმაცია იმ უკანონო ქმედებების შესახებ, რომელსაც „ხელისუფლება და მისგან დანიშნული ოლიგარქიული ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ახორციელებს“.
ამასთანავე, ნათელაშვილმა ტენდენციურობაში დაადანაშაულა საქართველოში მოქმედი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები - „NDI” და „IRI”.
როგორც ნათელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს სურს ამერიკასთან მეგობრობა, მაგრამ არა საარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევა.
მთავარი ლეიბორისტი აშშ-ში შეხვედრებს ისევ გააგრძელებს.

















