logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში
არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში
23:41 21.08.2020
„სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს უფრო სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის საფუძველი - “ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში - საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და ატარებს სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით - გვსურს რომ ეს ყველამ ნახოს და შეაფასოს” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაბანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეფექტურად ახერხებს ვირუსის შეკავებას და ეს შესაძლებელი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერამ, მოთმინებამ და სახელმწიფოებრივმა მიდგომამ გახადა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პარტიაა, რომელსაც ჰყავს გამოცდილი გუნდი, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერით, შეუძლია, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა.

„არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, არის ძალიან მკაფიო. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა ქვეყანაში. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვა. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და მეწარმეებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა სახელმწიფომ შეძლო, პრაგმატული, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც დღეს ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში. ჩვენი შექმნილი პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროკავშირში, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უფრო ძლიერი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის უსაფრთხო ჩამოსაყვანად. მისი თქმით, პირველ რიგში, მმართველი გუნდის ინტერესია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო დემოკრატიას აძლიერებს და უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს ატარებს.

„ 2020 წლის ოქტომბერში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის მანდატი იწურება და 10-ე მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ საქართველომ ამ წლებში გაატარა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, შექმნა უფრო სამართლიანი გარემო, შექნა უფრო სწორი თამაშის წესები, შექმნა უფრო გამჭვირვალე სისტემა, უფრო სამართლიანი სისტემა და სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი სტაბილურობის და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის დასაბამი. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა ქვეყანაში, რადგან პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაურ დარგალმა უკვე დაამტკიცა, რომ ის ღირსეული არჩევანია. მისივე თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო გუნდი, რათა მოსახლეობასთან თანამშრომლობა შეუფერხებელი, ეფექტური და შედეგიანი იყოს.

„მან იცის, რა ჭირდება მარნეულს, მან იცის, რა ჭირდება გარდაბანს და მას ძალიან უყვარს, ის არის უზომოდ თავდადებული ადამიანი თავისი კუთხის და თავისი საზოგადოების. სწორედ ასეთი ადამიანი ჭირდება „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო გუნდში, რომ თქვენი ხმა, თქვენთან საუბარი, თქვენთან თანამშრომლობა იყოს შეუფერხებელი და იყოს ეფექტური და შედეგიანი. მინდა, გავიხსენო 2010-2012 წლები, როდესაც ზაური მუშაობდა დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში. ამ პროგრამას ჩვენ ვახორციელებდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით. მაშინ, როდესაც დემოკრატიაზე იყო უპრეცენდენტო წნეხი, ადამიანებს არ ჰქონდათ კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალება, მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული, ან კონტროლირებული და დაბლოკილი, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, ელემენტარულად, ოფისების ქირაობის საშუალებასაც არ აძლევდა ხელისუფლება. როდესაც ეს პრობლემები არსებობდა ქვეყანაში, ზაურ დარგალი მუშაობდა დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში და ჩვენ ერთად შევქმენით ქვეყანაში ცენტრები, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის, მედიისთვის, ახალგაზრდებისთვის გახსნილი იყო სივრცე. შეიძლებოდა დისკუსია, შეიძლებოდა პოლიტიკური შეხვედრები, მედიასთან ურთიერთობა და სხვა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ და ვინაიდან, იმ პროგრამაში ზაური იყო 20 საუკეთესო თანამშრომელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო კადრი და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი თქვენთვის, ვფიქრობ, რომ თქვენი საუკეთესო არჩევანი სწორედ ზაურ დარგალი იქნება და ის საუკეთესოდ შეძლებს, რომ ამ მხარის და თქვენი კუთხის ინტერესები წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა