logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: დღეს ყველა მოქალაქეს შეუძლია, სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი ოჯახი და საკუთარი რეგიონი ეკონომიკურად გააძლიეროს
კახა კალაძე: დღეს ყველა მოქალაქეს შეუძლია, სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი ოჯახი და საკუთარი რეგიონი ეკონომიკურად გააძლიეროს
21:44 21.08.2020
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გარდაბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე ამომრჩეველს სიტყცით მიმართა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გარდაბანი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ადგილია. თქვენ საქართველოს გამორჩეული მოქალაქეები ხართ, მოქალაქეები, რომლებიც თქვენი ყოველდღიური შრომით აძლიერებთ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეგაქვთ.

„ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება. ჩვენმა ერთობამ, ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებას დამნაშავე, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაშორა. რეჟიმი, რომელიც ამცირებდა, კლავდა, ატერორებდა ადამიანებს და უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეყავდა, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ადამიანებს სამართლიანობის განცდა დაუბრუნდათ და დღეს, ყველა მოქალაქეს შეუძლია, სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი ოჯახი და საკუთარი რეგიონი ეკონომიკურად გააძლიეროს. გაიხსნა უამრავი საწარმო, გაიზარდა მეურნეობების რაოდენობა და მოქალაქეს მისი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აღარ უდგას. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით სადაც ძალიან ბევრი პროგრამა იქნა განხორციელებული და ადამიანებს მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა სხვადასხვა პროგრამით, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.

ჩვენ გვაქვს მომავლის სწორი ხედვა და გამარჯვების რწმენა, რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წარმატებული იქნება და თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად გავუმკლავდებით.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მას ჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება, ეს იქნება სრულიად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა