logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაურ დარგალი: სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ მარნეულსა და გარდაბანში პროგრესი არ შენელდეს
ზაურ დარგალი: სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ მარნეულსა და გარდაბანში პროგრესი არ შენელდეს
21:07 21.08.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულში ამომრჩეველს სიტყვით მიმ ართა.
დეპუტატობის კანდიდატის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

"მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მეძლევა ამდენი საქართველოზე შეყვარებული ადამიანის წინაშე ვიმყოფებოდე.

ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვარ იმ მუნიციპალიტეტიდან, სადაც სხვადასხვა ერები, რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრების, ურთიერთსიყვარულის ისტორიულ მაგალითს ქმნიან.

მე ამ მუნიციპალიტეტის შვილი ვარ. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, აქ იზრდებიან ჩემი ბავშვები, და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება.

მე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თითოეული თქვენგანის წინაშე, რომ ვიყო თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს პროგრესი და განვითარება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის ჩვენს ქვეყანაში.

მსურს მადლობა გადავუხადო პარტიის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ერთიან გუნდს, რომ 1 წლის წინ, მე საშუალება მქონდა კენჭი მეყარა მერის არჩევნებში. ზუსტად 1 წელი გავიდა და მე დღეს მაქვს საშუალება და უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ვიყო თქვენი ხმა პარლამენტში.

მერწმუნეთ მეგობრებო, რომ არა თქვენი უანგარო მხარდაჭერა, თქვენი ნდობა, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვგრძნობდი; ასევე ჩემი უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი რეგიონი გავითარდეს, და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენი გუნდის ღირებულება, მე არასდროს ვიფიქრებდი ამ პასუხისმგებლობის აღებაზე.

ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და სწორედ ამიტომ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, ძალიან ბევრი სირთულე დავძლიეთ. განვახორციელეთ და დავგეგმეთ ბევრი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ იყო მიმართული.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მზად ვარ კვლავ ვემსახურო მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს, ამჯერად უკვე მაჟორიტარი დეპუტატის პოსტიდან, რომ გავხდე თითოეული თქვენგანის ღირსეული ხმა პარლამენტში.

„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს 2012 წლიდან იმისათვის, რომ მარნეულსა და გარდაბანში პროგრესი არ შენელდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაგეგმილი ჩვენი რეგიონისთვის.

ჩვენ განვახორციელეთ ისეთი ისტორიული პროექტები, რომლებიც ვერცერთი მთავრობისა და ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ მივიყვანეთ გზები ისეთ სოფლებში, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა გზა. მივიყვანეთ წყალი ისეთ სოფლებში, სადაც არასოდეს ჰქონიათ სასმელი წყალი.

მარტო, წელს მარნეულში 8 ახალი სკოლა შენდება და ამ სიაში ჩვენ ვართ ლიდერები საქართველოს მასშტაბით. გარდაბანში აშენდა ათეულობით ახალი საბავშვო ბაღი.
ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანობასა და პროფესინალზმზე მეტყველებს.

თუმცა კარგად გვესმის, რომ ჩვენ წინაშე კიდევ უფრო დიდი გამოწვევები დგას, რომელიც ერთად უნდა დავძლიოთ.

მეგობრებო, ჩვენ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ!

ჩვენ გავიმარჯვებთ მარნეულში, ჩვენ გავიმარჯვებთ გარდაბანში, ჩვენ გავიმარჯვებთ მთლიანად საქართველოში!

ერთად ჩვენი სამშობლოს წარმატებისთვის!"-განაცხადა დარგალმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა