logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ
18:43 21.08.2020
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, მარნეულში, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კალაძის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა, პირველ რიგში, ყველას მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის.

მოხარული ვარ და დიდი პატივია, რომ დღეს, ძალიან შრომისმოყვარე, ლაღი და მაგარი ხალხის წინაშე ვიმყოფები. ხალხის, რომელიც საქართველოს აძლიერებს და ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თქვენი რეგიონი გამორჩეულია ნაყოფიერი მიწებით და რაც მთავარია, ძვირფასი, მშომელი ადამიანებით.

მოგმართავთ ამ დიდებულ მიწაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. მარნეული და მთიანად ეს მხარე არის ყველაზე ნათელი დასტური, თუ როგორ შეუძლიათ კავკასიელ ხალხებს ერთმანეთის თანადგომით, ურთიერთსიყვარულით და საუკუნოვანი მეგობრობით შექმნან შრომისა და წარმატების მაგალითი. მარნეული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მდიდარი ქალაქია ამ მხარეში და ეს თქვენი, ამ რაიონის მკვიდრების დამსახურებაა. ეს არის ადგილი სადაც ყველა ერთად, მეგობრულად ცხოვრობს, ემსახურება თავისი რაიონის ინტერესებს და ეთნიკური, რელიგიური, თუ ნებისმიერი განსხვავებები მხოლოდ ეხმარება და ავსებს აქაურობას სილამაზით და კულტურული მრავალფეროვნებით.

საქართველო ჩვენი ყველას საერთო სამშობლოა და მინდა, მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს, რომ ამ თავდაუზოგავი შრომით ქმნით მარნეულის წარმატებას, რაც ნიშნავს, საქართველოს საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაში კოლოსალური თანხები ჩაიდო, ამოქმედდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და ეს პროგრამები ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის გამოიყენა.

მარნეულმა და გარდაბანმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს ჰყავდეს მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება. თქვენს რეგიონში გლობალური პანდემიის, კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალი იყო. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ როდესაც ჩაიკეტა მარნეული და რამდენიმე სოფელი, იყო ძალიან ვნებათაღელვა და უკმაყოფილება და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იმ დღეებში უკმაყოფილებას გამოხატავდა, კრიტიკულად იყო განწყობილი, დღეს მადლობას გვეუბნებიან, იმიტომ რომ ყველამ კარგად დაინახა და მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ.

კრიზისის პირობებში კარგად გამოჩნდა, რომ თქვენს გვერდით არიან ძალიან ენერგიული, აქტიური, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც 24 საათი შრომობდნენ, რათა რეგიონს ზიანი მაქსიმალურად არიდებოდა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, განხორციელებულ პროექტებზე, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას და უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ არის პრობლემები, გამოწვევები და ეს ყველაფერი ერთად უნდა დავძლიოთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა