logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ტომას მელიას თქმით, აშშ საქართველოში საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
ტომას მელიას თქმით, აშშ საქართველოში საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
16:46 12.09.2012
მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა  - ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფენციაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, შრომისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ტომას მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, მთავრობის და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობა სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.

„სხვადასხვა შეხვედრებზე ლიდერებს ვთხოვეთ, რომ საარჩევნო კანონი ყველა პარტიამ სრულად დაიცვას. შეხვედრებზე მათთვის გადაცემული გზავნილები იდენტურია. აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ თავისუფალი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“-განაცხადა ტომას მელიამ.

მისივე თქმით, აშშ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს უპირატესობას არ ანიჭებს.

„აშშ-ს მთავრობა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს იმ ლიდერებთან, რომლებსაც ქართველი ხალხი აირჩევს“ - განაცხადა მელიამ.

მისივე შეფასებით, შიდა და საერთაშორისო აღქმა საარჩევნო კამპანიის სამართლიანობისა, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, მედიის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება.

აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია მელიას ხელმძღვანელობით საქართველოში უკვე მესამე დღეა იმყოფება და შეხვედრებს მართავს. ვიზიტის შედეგები დელეგაციამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა