logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ბავშვი არის პრიორიტეტი და ამ განწყობით გავაგრძელებთ ზრუნვას
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ბავშვი არის პრიორიტეტი და ამ განწყობით გავაგრძელებთ ზრუნვას
16:54 21.08.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ UNICEF მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისევე როგორც კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ბავშვებთან მიმართებაში გატარებული ღონისძიებებით საქართველო წარმატებული აღმოჩნდა, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს.

„პანდემიის გამო მსოფლიო ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა და UNICEF-მა თავის კვლევაში დასკვნა დადო, რომლის მიხედვით, სამწუხაროდ, მსოფლიოში 42 მილიონზე მეტი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეშია. ეს არის შემაშფოთებელი მონაცემები, მაგრამ ამ ფონზე, სასიხარულოა, რომ საქართველოს მონაცემები აბსოლიტურად დადებითად ფასდება. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები, ბავშვების მიმართულებით, ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული. ვერცერთი ხელისუფლება ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს, რომ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა იყოს და ეს გავაკეთეთ ჩვენ. UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული იყო მინიმუმ 50 ლარიანი დახმარება და ჩვენ შევძელით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული დონაცია ამაში სერიოზული ხელშემწყობი გახდა, რომ რეკომენდირებულზე 4-ჯერ მეტი ერთჯერადი კომპენსაცია გადაგვეცა ბავშვებისთვის, რაც ერთის მხრივ, უკიდურესად გაჭირვებული ბავშვების ყოველდღიური შიმშილის პრობლემას დროებით გადაჭრის და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამით შემოვიფარგლოთ, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ბავშვი არის პრიორიტეტი და ამ განწყობით გავაგრძელებთ ზრუნვას არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ ჩვენ მოსახლეობაზე.

როდესაც UNICEF, ამ სფეროში ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია გაქებს და პოზიტიურად გაფასებს, ეს არის ქვეყნის და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევა. ეს არის ქვეყნის, საქართველოს მიღწევა, ისევე როგორც კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებშიც, ანტიკრიზისულ გეგმაშიც და განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, ქვეყანა წარმატებული აღმოჩნდა, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა