logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა
18:38 20.08.2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო.

მხარეების მიერ აღინიშნა, ზოგადად, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ათასობით ადამიანი ზარალდება.

სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის დამოქალაქეთა უკანონო გატაცების ფაქტებზე, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, უპირველეს ყოფლისა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, 11 ივლისს დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ასევე ამჟამად სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ეთხოვა მხარდაჭერა, რათა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიეცეს უკანონოდ დაკავებული ადამიანების უპირობო მონახულების საშუალება.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და მორიგ რაუნდთან დაკავშირებული თემატიკა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზადყოფნა მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა პოლიტიზების მცდელობის გარეშე წმინდა ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასთან ერთად, განვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დროს განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბორდერიზაციის ჩათვლით. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გატაცების ფაქტებზე და ვისაუბრეთ ამჟამად ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. ეს თემატიკა სხვადასხვა ჭრილში განიხილებოდა ჩემს მიერ გამართულ სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის საფრანგეთის ელჩთან, გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, UNICEF-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემი შეხვედრები სხვა უცხოელ პარტნიორებთან, სადაც მთელი მასშტაბით და სრული სპექტრით განვიხილავთ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციით საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა