საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გლდანში მშენებარე სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი დაათვალიერა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გლდანი ხდება ძალიან მიმზიდველი რაიონი როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე დასაქმების კუთხით და კომფორტული საცხოვრებლად.
მისი თქმით, რაიონში უახლოეს დღეებში წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდება და მთელ რაიონს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სპორტულ კომპლექსში სამი საცურაო აუზი მოეწყობა, აქედან ორი მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი.

















