logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა
მამუკა მდინარაძე: ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა
19:52 19.08.2020
„არანაირი სჭიროება არ არის რომელიმე ფიზიკური პირის, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, თაღლითობს და ფულს ართმევს მოქალაქეს იმაში, რომ ბავშვები დაარეგისტრირონ შესაბამის ბაზაში და ასევე არ არსებობს პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარების საჭიროება“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფიზიკური პირების გარკვეული ჯგუფი ცდილობს ანაზღაურების საფასურად მოქალაქეებს დაეხმარონ რეგისტრაციაში, ბავშვებისათვის განკუთვნილი 200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად. მისივე თქმით, მოქალაქეებს რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე ჩვენ, ხელისუფლებამ, გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებისათვის მიგვეცა კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით, რომ ახალი სასწავლო წლისათვის მათ ჰქონოდათ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება. ამასთან დაკავშირებით ვიღაცებმა გადაწყვიტეს ფულის შოვნა და ფიზიკური პირები, კონკრეტული ადამიანები რეკლამასაც კი უწევენ საკუთარ მოქმედებას, რომლის მიხედვითაც ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ რეგისტრაციაში დახმარებას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგივე დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც აცხადებს, რომ ეხმარება რეგისტრაციაში იმ ადამიანებს, ვისაც ამისი საჭიროება აქვთ.

აქედან გამომდინარე, ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი დახმარების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებით დახმარება აღმოუჩინონ მოქალაქეებს.

„ამის არანაირი საჭიროება არ არის, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ სპეციალური დავალება, თუ ამის საჭიროება იქნა, დაეხმარონ მოქალაქეებს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, მერიებში, სოფლებში მიმართონ სოფლის რწმუნებულებს და ისინი მიეხმარებიან თუ რამე შეფერხება იქნება. არანაირი სჭიროება არ არის რომელიმე ფიზიკური პირის, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, თაღლითობს და ფულს ართმევს მოქალაქეს იმაში, რომ ბავშვები დაარეგისტრირონ შესაბამის ბაზაში და ასევე არ არსებობს პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის დახმარების საჭიროება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა