logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ალექსანდრე მაისურაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს შეხვდა
ალექსანდრე მაისურაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს შეხვდა
14:55 19.08.2020
ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კოვიდ19-ის გავრცელების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური ზომები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს პანდემიის პირობებში ექსპერტული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის კონტექსტში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიეუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ქვეყანა რეგიონში სამაგალითოა არა მხოლოდ კოვიდ19-თან ბრძოლაში, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის, C ჰეპატიტთან ბრძოლისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. იგი მიესალმა ჯანდაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობის მაღალ დონეზე აქტიურობას და აღნიშნა, რომ სწორედ მაღალი დონის ჩართულობით შეძლო ქვეყანამ „Health for all” პრინციპის დაცვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები საქართველოსა და WHO-ს ურთიერთობების გაგრძელებასა და ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა