logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გოგი მეშველიანი: გპირდებით, რომ 2020-2024 წელი დმანისის მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული იქნება
გოგი მეშველიანი: გპირდებით, რომ 2020-2024 წელი დმანისის მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული იქნება
22:45 18.08.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა დმანისის მოსახლეობას მიმართა.
დეპუტატობის კანდიდატის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დმანისი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი კარიბჭე. ძალიან დიდი ისტორია და კულტურაა აქ თავმოყრილი. დმანისის ნაქალაქარში რამდენიმე აღსარების ისტორიული რელიგიური ძეგლია თავმოყრილი და ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ აქ არის ძალიან დიდი თანაცხოვრების ისტორია და ეს ყველაფერი არის ნიმუში იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის და აღმსარებლობის ადამიანები და ამ ყველაფერს დღესაც უნდა გაგრძელება, განვითარება, რამაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ჩვენი ქვეყნის მომავალ წარმატებას.

ქართული ოცნების გუნდს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული თითოეული რეგიონისთვის, მათ შორის დმანისისთვის. ბატონმა გიორგი გახარიამ აქ აღნიშნა, რომ ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ მივიღეთ კანონი მთის შესახებ, რომელიც იყო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ერთობლივი შრომის შედეგი და ამ კანონის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტს უკვე სრულად მიენიჭა მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი, ანუ ბოლო ცხრა დასახლებული პუნქტი, რომელსაც არ ჰქონდა ეს სტატუსი ამ კანონის მიღების შემდეგ ისარგებლებს ყველა იმ შეღავათით და ბენეფიტით, რომელიც გათვალისწინებულია და დამეთანხმებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა იმისათვის, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება და მოღვაწეობა.

დმანისი ძალიან ბევრი მიმართულებით დაფინანსდა სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებიდან, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, ინფრასტუქტურის განვითარების მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი საქმეა გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს კიდევ გადასაწყვეტი და მე გპირდებით, რომ 2020-2024 წელი იქნება განსაკუთრებული მუნიციპალიტეტისთვის და მე გპირდებით ამას იმიტომ, რომ წარმოვადგენ ძალიან დიდ და ძლიერ გუნდს, რომელსაც ბევრი სასიკეთო საქმე აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ამ მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი რეგიონისთვის გაკეთებული და კიდევ ძალიან ბევრს გავაკეთებთ.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ აქ ახალგაზრდებს შევუწყოთ ხელი. ის კულტურული ტრადიციები, რომელიც დმანისს ყოველთვის ახასიათებდა კიდევ უფრო განვავითაროთ და ვიმუშაოთ სპორტის განვითარების მიმართულებით და ადგილობრივ სპორტსმენებს კიდევ მეტად ჰქონდეთ თავის წარმოჩენის საშუალება.

ძალიან აქტუალურია დმანისში სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობის საკითხი და ამ მიმართულებითაც, თქვენ იცით, რომ დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაცია. მე პრემიერ - მინისტრისგან ვიცი, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ეს საკითხი სიღრმისეულად გადაწყდება და რა თქმა უნდა ეს შეეხება დმანისსაც და ყველა ის პრობლემა, რომელსაც ჩვენი ფერმერები აწყდებიან იქნება საბოლოდ აღმოფხვრილი. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხებია, რომელზეც ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს ყველას ერთად. მე ამ გამოწვევების მისაღებად მზად ვარ. ეს არის ის ნიშა, რომელზეც მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ არ მაშინებს იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობდი და უახლოესი ოთხი წლის განმავლობაშიც გპირდებით, რომ დავიხარჯები ბოლომდე იმისთვის, რომ დმანისი იყოს ერთერთი გამორჩეულად წარმატებული მუნიციპალიტეტი.

მე მჯერა იმის, რომ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ქვეყნისათვის და დმანისისთვის. უღრმესი მადლობა ყველას"-განაცხადა მეშველიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა