logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ჩვენ ერთიანი ძალიხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ
კახა კალაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ჩვენ ერთიანი ძალიხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ
21:17 17.08.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

კახა კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ამ ძალიან ლამაზ ქალაქში, ქალაქში, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ქალაქში, სადაც ძალიან შრომისმოყვარე, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ.

რუსთავი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც მშრომელი ადამიანები მთელი ქვეყნისთვის ქმნიან დოვლათს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. აუცილებელია, რომ ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად სხვა მიმართულებებითაც კიდევ უფრო განვითარდეს.

რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელს საქართველოში. ჩვენ ამისთვის ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ყველა შესაძლო შანსი უნდა გამოვიყენოთ.

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებაში და წინსვლაში, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ ანსამბლ “რუსთავის” და რუსთავის დრამატული თეატრის გახსენებაც კმარა. ამ შემოქმედებითმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გასული საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში.

დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში, შევუწყოთ ხელი კულტურული ინდუსტრიების განვითარებას, შევქმნათ რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცეები და ცხოვრების ღირსეული პირობები.

ეს ყველაფერი ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავარია ჩვენი ერთად დგომა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კუთხე, ჩვენი ქალაქი იყოს წარმატებული.

მე დარწმუნებული ვარ, თითოეული რუსთაველი ანთებულია ამ სურვილით და ზუსტად ვიცი, ამ სურვილით ანთებულია თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდით დგომით ჩვენ არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებას შევძლებთ, არამედ მივაღწევთ ყოველი ჩვენგანის უმთავრეს მიზანს, შევქმნით რუსთავის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების ისტორიას. ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ამ რეგიონში, რუსთავში, თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი წარმატებისა და განხორციელებული პროექტისა, დღესაც არსებობს პრობლემები, დღესაც ვდგავართ გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო წლებში ჩვენი ერთად დგომა. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ყველა გავერთიანდით ადამიანის ირგვლივ, რომელმაც შექმნა პარტია, გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ ჩვენ ჩვენი ერთსულოვნებით, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ გამარჯვებას. მე მჯერა, რომ ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ჩვენ ერთიანი ძალიხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა