logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებზე ბელარუსში შესრულებულ ავია რეისთან დაკავშირებით: ეს არაკომპეტენტურობასთან ერთად, მავნებლობაც არის
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებზე ბელარუსში შესრულებულ ავია რეისთან დაკავშირებით: ეს არაკომპეტენტურობასთან ერთად, მავნებლობაც არის
18:16 17.08.2020
„საქართველო ყოველთვის მოქმედებდა პრაგმატული ინტერსებიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. თქვენ იცით, რა რთულ ვითარებაში იმყოფებოდა ბელორუსი, მაშინ, როდესაც რუსეთისგან ჰქონდა ინტენსიური ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის საკითხთან დაკავშირებით. ეს თემა ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობისაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველო ბელორუსთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატშიც თანამშრომლობს და ჩვენი ქვეყნის სურვილია, რომ ევროკავშირის სტანდარტი დემოკრატიული არჩევნებთან და არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყოს.

„ჩვენს ინტერსებში შედის, რომ ბელორუსმა თავისი პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს. ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კონსულტაციები და შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ჩვენი ელჩი, უახლოს პერიოდში, ისევ მოგვაწვდის დამატებით ინფორმაციას და გვქნება უფრო მკაფიო სურათი. ასევე, გვექნება გაცილებით ინტენსიური და ჩაღრმავებული კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი რუსული საიტის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი მინსკში ჩაფრინდა, საფუძველი დაუდო ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც საიდუმლო რეისი შესრულდა.

„ეს არაკომპეტენტურობასთან ერთად, რასაკვირველია, მავნებლობაც არის, ვინაიდან, ერთი მხრივ, არასწორი ინფორმაციაა და მეორე მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განმეორებადი ფაქტია. საქართველოს ელჩის ბელორუსში ჩასვლის ამოცანა მიმდინარე მოვლენებზე ადგილიდან სრული ინფორმაციის მოწოდებაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა