ისრაელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ახალმა ელჩმა იუვალ ფუქსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ბოლომდე უჭერს მხარს; ისრაელს არ აღიარების პოლიტიკა აქვს, რომელიც მუდმივად გაგრძელდება.
„ისრაელი არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ჩვენი სახელმწიფო არანაირად არ უჭერს მხარს დამოუკიდებლობის თვით გამოცხადებას, როგორიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში მოხდა“ - განაცხადა იუვალ ფუქსმა.
მისივე თქმით, საქართველოსთან ისრაელს ოცწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, რომელშიც ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მხარდაჭერაც იგულისხმება.

















