logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ
კახა კალაძე: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ
10:26 15.08.2020
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა.

ეს განცხადება კალაძემ გურჯაანში, მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენაზე გააკეთა.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა. ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ. ჯანდაცვა და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მე აქ ძალიან ბევრ ნაცნობ ადამიანს ვხედავ და ჩვენ ყველას გვახსოვს, 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, გურჯაანის ფაქტობრივად ყველა სოფელი ფეხით შემოვიარეთ და გვახსოვს, თუ რამდენად რთული მდგომარეობა იყო სწორედ ამ მიმართულებით: ჯანდაცვის სფერო, რომელიც გაუბედურებული იყო და განათლება - ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, შვილებისთვის, პატარებისთვის ელემენტარულად სახელმძღვანელო ეყიდათ. რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ადამიანის უფლებები კარდინალურად გაუმჯობესდა, ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის დაფიქსირება დანაშაულის ტოლფასი აღარ არის და ყველა მოქალაქეს თანაბრად შეუძლია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენება. აქაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ.

ჩვენ თითოეული მოქალაქისთვის შევქმენით პირობები, რათა საკუთარი ბიზნესი წამოეწყოთ და ამისთვის არა მხოლოდ ჯანსაღი ბიზნეს გარემო შევქმენით, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით გლეხებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გვერდში დავუდექით და მათი ინიციატივების ნაწილის დაფინანსება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინერგა უამრავი პროგრამა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ახალი საქმე წამოიწყოს, საკუთარი ნაშრომი დააზღვიოს და მისი რეალიზაცია პრობლემების გარეშე, სახელმწიფოს გვერდში დგომით შეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ტრადიციული ბაზრების გარდა, ქართველი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა და მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააფორმა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ტრადიციული სახეობების გარდა, მიმდინარეობს დივერსიფიკაცია და ახალი სახეობების გაშენებაც, რაც ჩვენს მეწარმეებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს, ხოლო ქართულ ეკონომიკას უფრო ძლიერსა და მრავალფეროვანს გახდის.

ბუნებრივია, როგორც მთლიანად საქართველოში, გურჯაანშიც არსებობს პრობლემები და გამოწვევები, ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რეფორმა, პროგრამა განხორციელდა, ბევრი დაფინასებაც იყო, მაგრამ არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ერთად ყოფნით ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ და ყველა პრობლემას ღირსეულად გადავლახავთ. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. მე დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა.

ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა