პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარტიის გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე მოსკოვის პროსპექტის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, შალამბერიძემ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რასაც „თავისუფალი საქართველო“ არ შეეგუება და მწვავე საპროტესტო აქციების ორგანიზებას დაიწყებს.
პარტიის გენერალურმა მდივანმა მოსახლეობას „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც „თავისუფალი საქართველო“ პარტიათა რეიტინგში მესამე ადგილზეა.

















