logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება
20:04 14.08.2020
„ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფლება არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მის გუნდთან ერთად მოუტანა ქართველ ხალხს.

„მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება.“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული პრობლემების მიუხედავად, 2020 წლის არჩევნებზე საერთო ამოცანა, სწორედ, ამ მთავარი მონაპოვარის გამყარებაა.

„ჩვენ ვიცით, რომ უამრავი პრობლემა არსებობს და არსებობდა ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს გზა, ინფრასტრუქტურა, განათლება, უმუშევრობა, სიღარიბე, წყალი, რომელიც ყველგან არ არის, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არის გადაუჭრელი პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენი საერთო ამოცანა არის ის, რომ ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, გამყარდეს 2020 წლის არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა დათო სონღულაშვილმა და ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. არ უნდა დავუშვათ არავითარი რყევა. საკმარისია ის, რაც დავუშვით. დავუშვით განსაცდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. დავუშვით უამრავი შუღლი, ურთიერთბრალდებები, განხეთქილება, ერთმანეთის კვლა, უამრავი კონფლიქტი, სამოქალაქო დაპირისპირება. ერთადერთი, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს - მშვიდობას, სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა