logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით სონღულაშვილი: ჩვენ კიდევ ბევრჯერ დაგიმტკიცებთ, რომ ჩვენი უპირველესი საზრუნავი თქვენი კეთილდღეობაა
დავით სონღულაშვილი: ჩვენ კიდევ ბევრჯერ დაგიმტკიცებთ, რომ ჩვენი უპირველესი საზრუნავი თქვენი კეთილდღეობაა
19:52 14.08.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროს მოსახლოებას მიმართა.

დეპუტატობის კანდიდატის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით, ჩემო დედოფლისწყაროელებო, პატივცემულო სტუმრებო, ბატონო პრემიერო.
ალბათ სიმბოლურია წარდგენის დღეს დედოფლისწყაროში წვიმა რომ მოვიდა, იმიტომ, რომ დედოფლისწყაროსთვის წვიმა განსაკუთრებული თემაა და ეს უხვ მოსავალს ნიშნავს. ეგეთი კარგი წელი გქონოდეთ დღეის ამას იქით და სულ მუდამ.

მიუხედავად იმისა, რომ გახლავართ გურჯაანელი მოქმედი მაჟორიტარი, ჩემთვის უცხო არ არის დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტის პრობლემები. ჩემთვის უცხო არ არის ის, ყოველთვის ხელი მეკიდა პულსზე და ვგრძნობ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტებს, ჩვენს კახეთს აქვს. რამდენიმე დღე გავიდა, რაც წარმადგინეს თბილისში და მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი იმ გუნდს, რომელიც დღეს დედოფლისწყაროშია და მოგვეხაზა ის პრობლემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დედოფლისწყაროსთვის, ამ მუნიციპალიტეტისთვის.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი შიოლაშვილს, ჩემს კოლეგას, მაჟორიტარ დეპუტატს, რომელიც აქამდე ასე არაჩვეულებრივად უძღვებოდა ამ საქმიანობას.
როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, როგორც კახეთის შვილს, ყოველთვის გულწრფელად მიხაროდა ის უზარმაზარი ცვლილებები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში განხორციელდა: მოწესრიგდა საგზაო და სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირდა თითქმის ყველა ბაღი და სკოლა, გაზიფიცირდა თითქმის ყველა სოფელი, შეიქმნა არაერთი ახალი რეკრეაციული ზონა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დედოფლისწყარო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმ აღმშენებლობის, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა და ამ ორიენტირს საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია. ეს რა თქმა უნდა, უდიდესი დამსახურებაა ირაკლი ღარიბაშვილის, რისთვისაც მადლობა მინდა ამ ყველაფრისთვის გადავუხადო.

დედოფლისწყაროელები ზუსტად ამიტომ აფასებენ ამ ამაგს. მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არა აქვს ალტერნატივა. არ არის სხვა ძალა, რომელიც შეძლებს, ასე გაუძღვეს და ასე მშვიდობიანად განავითაროს ქვეყანა.
მე ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს წარმოვადგენ!

უახლოეს დღეებში, შემდეგი კვირიდან დავიწყებ თითოეულ სოფელში შეხვედრებს. თითოეულ თქვენგანთან მოვალ. თითოეულ პრობლემას გავეცნობი და მზად ვარ, თქვენი პრობლემა მივიტანო ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ვიყო ძალიან დიდი მხარდამჭერი და მყისიერი რეაგირება მოხდეს ამ პრობლემებზე.

ვიცი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წყალმომარაგებაა. ამ მიმართულებით უკვე დაიწყო საპროექტო სამუშაოები, რომ იორიდან წამოვიდეს წყალი და მომარაგდეს დედოფლისწყარო. ამ პრობლემის გადაწყვეტაშიც, რა თქმა უნდა თითოეული თქვენგანის გვერდში ვიქნები. ჩვენ ერთად კიდევ ბევრჯერ დაგიმტკიცებთ, რომ ჩვენი უპირველესი საზრუნავი თქვენი კეთილდღეობაა.

მე კიდევ, დავით სონღულაშვილი, სიტყვას გაძლევთ, რომ ვიქნები ყოველთვის თქვენს გვერდით და თავდაუზოგავად ვიშრომებ, რომ თითოეული დაპირება შესრულდეს.
ჩემო დედოფლისწყაროელებო, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა