logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს, ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს, ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც
19:19 14.08.2020
მოგესალმებით დედოფლისწყაროში, ღირსეულ კახელებთან ერთად. ყოველთვის დღევანდელ დღეს უნდა დავიწყოთ იმის გახსენებით, რომ ზუსტად 28 წლის წინ საქართველოში, სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ვიშრომოთ ერთად, რომ მშვიდობიანად ქვეყანა გავამთლიანოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. მისივე თქმით, ამის დადასტურება იყო 2012 წლიდან მოყოლებული ყველა წელი და ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც.

„მოსავალზე რომ გადავიდეთ - ხალხო, რთველი იწყება აქედან და შეუძლებელია, რთველს ავუაროთ გვერდი. 2012 წელს კახეთში ჩაბარდა 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს - 278 000 ტონა ყურძენი და 2020 წელს ჩაბარდება 300 000 ტონა. ეს არის შრომის შედეგი, იმის შედეგი, რომ თქვენ კახელები, მოქალაქეები, მთავრობა, ჩვენ ყველა ერთად ვშრომობთ და ეს შრომა ხომ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული და უნდა დავამთავროთ ეს კარგი საქმეები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან და დადასტურება იქნება ეს რთველიც. ქართველ გლეხს, კახელ გლეხს საამაყოდ ექნება, თუ როგორ ჩავატარებთ ჩვენ ამ რთველს. ისე როგორც დავაბინავეთ ატამი - დავაბინავებთ ვაშლს, მერე თხილს და მერე ციტრუსს. არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ერთად პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეს უნდა მივხედოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი გვაქვს საშრომი იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს მაგარი განათლების სისტემა შევუქმნათ. ჩვენი ბავშვები, რომლებიც საქართველოში განათლებას მიიღებენ აქედან რომ გავლენ სხვა ქვეყნის შვილებზე უფრო მაგრები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ნიჭიერები არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოხუცები, ღვაწლმოსილი პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობდნენ, მომსახურება ჰქონდეთ ჯანმრთელობის და სოციალური დახმარება ჰქონდეთ ნორმალური. ყველაფერი უნდა გავაკეთით იმისთვის, რომ ჯანღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ოჯახები ღირსეულად არჩინონ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანზე ზრუნვა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მისცა ქვეყანას შესაძლებლობა, ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად ემართა.

„ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, ეს ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად გვემართა. ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სამუშაო ადგილები არ დავკარგოთ და მეტი უნდა შევქმნათ. ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელ საქართველოში ასეა - გზა, წყალმომარაგება და გაზი ჩვენი სოფლად და რაიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს. ბევრი წელია ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია. შიდა სოფლის გზებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ წყალი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა. ამიტომ, ხორნაბუჯსა და სამრეკლოში 2021 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება მოგვარდება. ბავშვები და სკოლები - რეაბილიტაციას ვაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თითქმის ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა, ქვეყანაშია 3000-მდესკოლა, თითქმის ყველა გასარემონტებელია. სამთაწყაროში, ახლა აშენდება ახალი სკოლა 300 ბავშვზე, მაჩხაანში მთავრდება. არ არის ეს საკმარისი. მთავარია, რომ იყოს სამართლიანობის შეგრძნება. ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ არავინ შეეხება მის ბარაქას და ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ამ ქვეყანას - დედოფლისწყაროსაც და საქართველოსაც. დიდი მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა