logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში
19:01 14.08.2020
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დედოფლისწყაროში, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენაზე ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, ჩვენ აქ შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. „ქართული ოცნება“ ადამიანზე, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული ძალაა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა, რომელმაც მოიტანა თავისუფლება და თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის.

„ქართული ოცნება“ ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას.

ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველამ ერთად შევძელით, რომ ავტორიტარული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა. რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს, არეკეტებდა ბიზნესს, ახშობდა თავისუფალ სიტყვას, კარგავდა ტერიტორიებს, იპარავდა ხალხის კუთვნილ ბიუჯეტის ფულს და ა.შ.

ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, თუმცა მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, არეულობის, დესტაბილიზაცის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ.

დედოფლისწყაროში ბევრი გამოწვევაა, ბევრია შესაძლებლობაც და განვითარების პოტენციალი. ამ გამოწვევების დასაძლევად და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იყოს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, რომ თქვენთვის, ადგოლობრივი მოსახლეობისთვის მისაღები კანდიდატი ყოფილიყო. მით უმეტეს, იცით, რომ წლევანდელი არჩევნები ცოტა განსხვავებული სისტემით ჩატარდება. თუ წინა შემთხვევებში ყველა ქალაქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, წელს განსხვავებული რეალობაა, რადგან მხოლოდ 30 მაჟორიტარი კანდიდატი იქნება დასახელებული და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში"-განაცხადა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა