logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი
გიორგი გახარია: ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი
16:12 14.08.2020
მოგესალმებით კუთხეში, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვე დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც აქამდე ეხმარებოდა სახელმწიფო გლეხს, ფერმერს, ეს გაგრძელდება და ამის ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი.

მისივე თქმით, შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.

„შრომა აქ, კახეთის ამ რეგიონში არ არის ფუჭი სიტყვა და ამის დამადასტურებელი ფაქტი არის ის, რომ 2012 წელს სრულად კახეთში წარმოებული იყო 52 000 ტონა ყურძენი. 2019 წელს კახეთში შარშან ჩვენ ყველამ ერთად ვაწარმოეთ და ჩავიბარეთ 278 000 ტონა ყურძენი -ხუთჯერ მეტი. ეს იყო უფრო ხარისხიანი, უფრო კარგი. წელს ჩვენ ველოდებით უფრო მეტს - დაახლოებით 300 000 ტონა ყურძენს. მერე ვიღაც გვეტყვის, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს, ფერმერს, გააგრძელებს ამ დახმარებას და ამისი ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი. ამ დახმარების ყველაზე კარგი მაგალითი წელს იყო ის, როგორც იყო ატამი ჩაბარებული. ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, როგორ ვაშლის მოსავალსაც მივიღებთ წელს გორის რეგიონებში. ამიტომ, შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. ბევრი დრო არ გვაქვს, ეს პანდემიაც დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად რომ მივყვებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას, შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება, იყვნენ მაგრები, ეფექტურები და ქვეყნიდან რომ გავლენ, როცა დაიზრდებიან და კონკურენციაში შევლენ სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ ძლიერები. ჩვენი ვალდებულებაა და ეს ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები იყვნენ უზრუნველყოფილები, რომ მათ სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ. იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მშრომელ ადამიანებს უნდა მივცეთ სამართლიანი გარემო იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეუქმნას ყველა პირობა, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, იზრუნოს თავის ოჯახზე და რა თქმა უნდა, არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე. ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია ბავშვი, ახალგაზრდა, განათლება, მოხუცი, ღვაწლმოსილი მოხუცი, მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა და ჩვენ ყველა უნდა ავდგეთ და ვიშრომოთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლიანი გარემო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, პოლიციელი თუ დეპუტატი - ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ასაშენებელი ამ ქვეყანაში კიდევ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ბევრი ჩამოვთვალო თუ რა გაკეთდა, გაკეთდა ბევრი წყალმომარაგებისთვის და წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სოფელ უდაბნოში არასოდეს წყალი რომ არ ყოფილა, დღეს წყალი აქვთ. თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ საგარეჯოში წყალი ორი წლის უკან უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ახლაც ჯერ კიდევ გრძელდება რეაბილიტაცია და გპირდებით, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24-საათიანი წყალმომარაგება აქაც დასრულებული იქნება. სკოლები და საბავშვო ბაღები - კი მიმდინარეობს მათი რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობა, მაგრამ არ არის ეს საკმარისი და ამ ბავშვებს ის გარემო უნდა შევუქმნათ რომ მათ ნორმალური განათლება მიიღონ და ეს პროცესიც გაგრძელდება. მაგისტრალური გზები, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაშია, კიდევ ბევრია სამუშაო, ბოლო-ბოლო კახეთი-თბილისის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციას მოითხოვს და ესეც გასაკეთებელია. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, შენს ადგილზე, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, ჯარი, პოლიციელი, დეპუტატი - ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით სონღულაშვილი, როგორც ამ კუთხის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ამბიციური ადამიანი თავის რეგიონს წარმოადგენს პარლამენტში ღირსეულად და თქვენი ხმა ღირსეულად გაისმება საქართველოს პარლამენტში. წარმატებებს გისურვებთ და გამარჯვებას!,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა