საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების განცხადებებსა და მკაცრ კონტროლზე ბევრად არის დამოკიდებული არჩევნების სამართლიანად ჩატარება და საზოგადოებაში არჩევენებისადმი ნდობის ამაღლება.
ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისეთ გავლენიან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, როგორებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო არიან, დამოკიდებულია რამდენად მაღალი იქნება 1 ოქტომბერს ამომრჩევლის აქტივობა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე რეაგირება იმ დარღვევებსა და ძალადობის ფაქტებზე, რასაც ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში აქვს ადგილი.

















