logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: დესტრუქციისა და რევანშის ნაცვლად განათლება, პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, სოლიდარობა და სამშობლოს ყოველდღიური სამსახური გვჭირდება
კახა კალაძე: დესტრუქციისა და რევანშის ნაცვლად განათლება, პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, სოლიდარობა და სამშობლოს ყოველდღიური სამსახური გვჭირდება
19:33 11.08.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ყვარლის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა:

"ძალიან მიხარია, რომ ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 2012 წელს ყვარლის ფაქტობრივად ყველა სოფელი გვაქვს შემოვლილი ფეხით. ეს იყო ის დრო, როდესაც ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, მაგრამ ჩვენმა ერთად დგომამ, ჩვენმა შრომამ მოგვაპოვებინა ის მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი გუნდი ახალი ენერგიით, ახალი ძალებით, ქვეყნის განვითარების სწორი ხედვითა და საქართველოს წარმატებისთვის მოდის.

სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ვიმყოფებით, ადამიანის, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა განათლების, პროგრესისა და ამავდროულად ეროვნული ღირებულებების ფასი.

“ქართული ოცნება” მიჰყვება იმ გზას, რომელი გზაც დაუსახა ქართველ ერს ილიამ - საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, თანამედროვე, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და ეს ყველაფერი ქართული იდენტობის, კულტურის და ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების კვალდაკვალ კეთება.

ამ მიზნის საბოლოოდ მისაღწევად, ჩვენ იარაღის ჟღარუნის, პროვოკაციების, ერთმანეთის მტრობისა და შუღლის, დესტრუქციისა და რევანშის ნაცვლად, გვჭირდება განათლება, პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, სოლიდარობა და სამშობლოს ყოველდღიური სამსახური. სწორედ სამშობლოს ყოველდღიური სამსახურია ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და სწორედ ამისთვის ირჩევთ თქვენს წარმომადგენელს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

ყვარელს ძალიან დიდი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის გამო დაზარალდა, თუმცა ერთიანი ძალებით აუცილებლად შევძლებთ, რომ არა მარტო იმ ნიშნულს და ეკონომიკურ ზრდას დავუბრუნდეთ, რომელზეც ქვეყანა პანდემიამდე იყო, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთის რეგიონი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები კიდევ უფრო წინ წავიდეს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა და შვება, ეს ყველაფერი კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს 2012 წელს და შემდგომ არჩევნებში ძალიან ბევრჯერ გვიჩვენებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ ყველა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ყვარლის და კახეთის რეგიონის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!"- განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა